ირაკლი ღარიბაშვილი:,, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ ,,ევროვიზიას» საქართველოში» | Jolo.ge


ირაკლი ღარიბაშვილი:,, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ ,,ევროვიზიას» საქართველოში»

 ირაკლი ღარიბაშვილი ევროვიზიის კონკურსში მონაწილე- ნინა სუბლატის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

 

,,მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს — ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა.

ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა „ევროვიზიის“ საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.

მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.

ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში.

წარმატებები ნინას და მთელ საქართველოს!»-წერს ღარიბაშვილი

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*