იოკო ონო: 70-იან წლებში ჰილარი კლინტონთან ხანმოკლე რომანი მქონდა | Jolo.ge


იოკო ონო: 70-იან წლებში ჰილარი კლინტონთან ხანმოკლე რომანი მქონდა

იოკო ონო: 70-იან წლებში ჰილარი კლინტონთან ხანმოკლე რომანი მქონდა

იოკო ონომ ჟურნალისტები გააოგნა თავისი პასუხით კითხვაზე, თუ როგორ ესახება მას ჰილარი კლინტონის პოლიტიკური პერსპექტივა და რას ფიქრობს იმაზე, რომ იგი შეიძლება ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი  გახდეს.

 

მხატვარმა და ლეგენდარული ” ბიტლების” სოლისტის, ჯონ ლენონის ქვრივმა  , რომელიც ლოს ანჯელესში  თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჭიქების და თეფშების ექსპოზიციებს წარმოადგენდა,   ჟურნალისტებში სრული შოკი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ ხშირად შეხვედრია ჰილარი კლინტონს ნიუ იორკში 1970-იან წლებში, სხვადასხვა დროს  გამართულ ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, არამედ საკმაოდ “მჭიდროდ” იცნობდა მას.

ამასთან, ცნობილმა ქვრივმა სიცილით აღნიშნა, რომ მათ რომანიც ჰქონდათ და ჰილარის პრეზიდენტად არჩევა ამერიკაში ლგბტ და ქალის უფლებების დაცვის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ნიუ იორკში, როცა ვიეტნამის ომს ვაპროტესტებდით. ხანმოკლე რომანიც გვქონდა, როცა მე ჯონთან ერთად მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ჰილარი კი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. დღეს მე გაოცებული ვარ მისი წარმატებებით და ყველაფერს კარგს ვუსურვებ მას”-განაცხადა იოკო ონომ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტების აზრით, განცხადება ჰილარი კლინტონის ლესბოსურ წარსულზე დიდად არ შეუშლის მას ხელს საპეზიდენტო არჩევნების კამპანიაში.

world news daily report

ნანახია:(79)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*