ინტრიგებში გახლართული »ნიჭიერთა ათწლედი» | Jolo.ge


ინტრიგებში გახლართული »ნიჭიერთა ათწლედი»

ინტრიგებში გახლართული »ნიჭიერთა ათწლედი»

ნიჭიერთა ათწლედიკულტურის სამინისტროს უპირისპირდება და</strong> პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელ წერილს აქვეყნებს. ხელოვნების სკოლის კოლექტივის განცხადებით, კულტურის სამინისტრო მათ სკოლას ბოიკოტს უცხადებს. „კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად და დაუფარავად უკეთებს იგნორირებას სასწავლებელს და ბლოკავს ჩვენი დირექტორის ყველა იმ პროგრესულ წამოწყებას, რასაც წლები ველოდით,ნათქვამია წერილში.

 

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია. მათ რიცხვს ეკუთვნის: ბიძინა კვერნაძე, დავით თორაძე, ლექსო თორაძე, ნოდარ გაბუნია, ელისო ვირსალაძე, ჯანსუღ კახიძე, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე კორსანტია, თენგიზ ამირეჯიბი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ლიზა ბათიაშვილი, მედეა ამირანაშვილი, ლიანა ისაკაძე, ლამარა ჭყონია, ზურაბ ანჯაფარიძე, ხატია ბუნიათიშვილი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი.  

 

ამონარიდი პრემიერ- მინისტრისადმი მიწერილი წერილიდან:

 

მართალია სამინისტრომ შეგვინარჩუნა გაზრდილი ბიუჯეტი, მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსებში არ გამოიხატება. ნათლად ვხედავთ აქტიურ მუშაობას, კოლექტივში განხეთქილების დასანერგად, რაშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს პედაგოგების მცირე ნაწილთან. იწერება საჩივრები, რომელთაც ხელს აწერენ ათწლედისა და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და შემდგომ ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილნი და ხელმოწერები მოტყუებითაა მოპოვებული. ეჭვი გვაქვს, მსგავსი ინტრიგების ავტორები სწორედ სამინისტროს მაღალჩინოსანთა წაქეზებით მოქმედებენ…

 

ჩვენ, მუსიკოსები, წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურებოდით ჩვენს საქმეს, მორჩილად ვიღებდით რეალობას და მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ვზრდიდით მუსიკოსებს, რომელთაც საკუთარი შემოქმედებით ჩვენი სამშობლო მსოფლიოს გააცნეს, როგორც მაღალი კულტურის ქვეყანა. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც სიტუაცია კრიტიკულ ზღვარზეა და პასიურობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს შექმნილი საგანგაშო ვითარება გვაიძულებს, მივმართოთ ღია წერილის ფორმას და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მოგვაქციოთ ყურადღება და დაგვიდგეთ გვერდში საქართველოში სამუსიკო ხელოვნების გადასარჩენად. ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი მმართველობისას საბოლოოდ განადგურდეს ქართული მუსიკის ეს უნიკალური კერა!!!

ნანახია:(27)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*