ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის | Jolo.ge


ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

მე ვარ მარი კორკოტაძე, 6 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დედა, რომელსაც მსურს 2015 წელს შვილი მივიყვანო საჯარო სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში.

 ასევე, წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.“

2014 წლის 22 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა 3 მშობლის შეხვედრა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსთან ქალბატონ ეკა დგებუაძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინტეგრირებული კლასების გახსნა, რათა აუტიზმის მქონე ბავშვებმა შეძლონ მიიღონ განათლება, რისი სრული უფლებაც აქვთ. თბილისში 3 სკოლაში ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ადგილები შევსებულია და საჭიროა ახალი კლასების დამატება ახალი ნაკადის მისაღებად. გასული ორი წლის მანძილზე წინასწარ არ იცოდნენ მშობლებმა გაიხსნებოდა თუ არა ეს კლასები და მთელი წლის განმავლობაში იყვნენ განცდებში. წელსაც იგივე სიტუაცია იყო. გაურკვეველი იყო გაიხსნებოდა თუ არა კლასები.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს რომ ვეკითხებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ახალი კლასის გახსნა შეუძლებელი იყო, რადგანაც ბიუჯეტში არ იყო გაწერილი. შეხვედრის დროს მშობლებმა არგუმენტირებულად და დასაბუთებულად წამოვჭერით ჩვენი შვილების განათლების საკითხი. ეკა დგებუაძისგან პირობა მივიღეთ, თუ მივაწვდით მონაცემებს – რამდენი აუტიზმის მქონე ბავშვი აპირებს მომავალ სასწავლო წელს 1 კლასში მისვლას, მიუხედავად იმისა, რომ თანხები არ არსებობს, საჭროების შემთხვევაში მოიძიებენ ამ თანხებს და დაამატებენ ინტეგრირებულ კლასებს.

აქვე ვიტოვებთ იმედს, რომ მშობლებს მუდმივად შეგვატყობინებენ ახალ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გავაგრძელებ ამ ბლოგის წერას და მშობლებს მუდმივად მივაწვდი ინფორმაციას რაც მექნება.

ნანახია:(18)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*