თუ ცალ ფეხზე დგომა გიჭირთ, შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ ხართ

by admin | Декабрь 19, 2014 17:23

იაპონელი მეცნიერების ეს აღმოჩენა შესაძლოა ბევრისთვის უცნაური ან სასაცილოც კი იყოს, თუმცა ფაქტია, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენ 20 წამის განმავლობაში ცალ ფეხზე გაჩერება არ შეგიძლიათ ეს დემენციის (მენტალური არამდგრადობის) ან ინსულტის საფრთხეზე მიანიშნებს.

 

კიოტოს უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარის, იასუჰარუ ტაბარას თქმით, ცალ ფეხზე დგომა, ანუ ბალანსის დაჭერა ადამიანის ტვინის ჯანმრთელობაზე მიუთითებს.

 

„ადამიანები, რომლებსაც ცალ ფეხზე გაჩერება უჭირთ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ, რადგან მათში ინსულტის ან მენტალური დაავადების განვითარების შანსი დიდია.“ — ამბობს დოქტორი ტაბარა.

 

კვლევაში მონაწილეობა 841-მა ქალმა და 546-მა მამაკაცმა მიიღო, შედეგები ორჯერ გადამოწმდა და დასკვნა ამის შემდეგ დაიდო. 

ნანახია:(92)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%97/