„თითქმის ყველა თანამშრომელი ამ ამბის თვითმხილველი გავხდით“… | Jolo.ge


„თითქმის ყველა თანამშრომელი ამ ამბის თვითმხილველი გავხდით“…

„თითქმის ყველა თანამშრომელი ამ ამბის თვითმხილველი გავხდით“…

თავშესაფარში მოიყვანეს რუხი მგელი, ხვადი, რვა თვის, სახელი ,,მავნე»…
ასე მოკლედ, არ დაიწერება ეს ამბავი…



ამბავი მგელზე, რომელიც ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი შეიქნა …
ორი თვისაც არ იყო, თბილისში აღმოაჩინეს მეზობლის აივანზე, მამა იოანეს ახლობლებმა… ,,მონადირეებმა მოუკლეს დედ–მამა და ჩვენ გვაჩუქესო, ახლა კი, აღარ ვიცით სად წავიყვანოთო»…
მამა იოანე(ჩხაიძე), დუშეთის რაიონის სოფელ დავათის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ–მონაზონია… ის ცნობილია, როგორც ცხოველების მოყვარული, ამიტომაც, სულაც არ გაჰკვირვებია, მგლის ლეკვი რომ მიუყვანეს მონასტერში…
გასაკვირი ის უფრო იყო, რომ მისმა ძაღლმა ,,მუფაზამ» (კანე კორსო), მზრუნველობა აიღო მგლის ლეკვზე და შვილივით გაზარდა…
ტყე ეძახოდა მგლის ლეკვს, ტყეში გარბოდა ,,მავნე»(ასე დაარქვა მგლის ლეკვს, მამა იოანემ) და დედობილიც თან გაჰყვებოდა ხოლმე… ზოგჯერ, კვირაობით იკარგებოდა ტყეში ტყის შვილი, მერე კი, ისევ მონასტერში ბრუნდებოდა…
,,მავნე» თავის სახელს ამართლებდა, ყველაფერს აფუჭებდა რასაც მოიხელთებდა… მაგრამ, აგრესია არ ჰქონდა ადამიანის მიმართ…
სამაგიეროდ, ადამინებმა აითვალწუნეს, სოფელში რაც გაფუჭდებოდა ყველაფერი მგელს ბრალდებოდა…
ერთი კვირის წინ, თბილისიდან მონასტერში დაბრუნებულ მამა იოანეს, საშინელი ამბავი დახვდა… ,,მავნეს» თვალში მოხვედრილი ჰქონდა ტყვია… დაზიანებულ თვალს, ,,დედობილი» ულოკავდა…

,,მივხვდი, რომ ,,მავნეს» სოფელში ვეღარ დავტოვებდი… მივმართე ზოოპარკს, მაგრამ უარი მითხრეს, კიდევ ერთ მგლის შენახვის საშუალება არ გვაქვსო… შემდეგ, დავუკავშირდი ბატონ თამაზს, დამპირდა დახმარებას, მაგრამ ორი–სამი დღე დამჭირდება, შესაფერისი ვოლიერი რომ გავუკეთოო… გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, უკვე აღარ შეიძლებოდა მგლის მონასტერში გაჩერება, სოფელი აღარ დაინდობდა… რვა თვის არის მხოლოდ, ოთხი თვის ძაღლის დონეზეა, ჯერ ისევ ლეკვია, დამოუკიდებლად ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს, სულ ,,მუფაზას» შესციცინებს თვალებში, მისი ნებართვის გარეშე საჭმელსაც არ აკარებს პირს… ვიცი, რომ თავშესაფარში არ არის მგლის ადგილი, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობაა, იქნებ როგორმე გამოვაზამთროთ, რამდენიმე თვეში წამოიზრდება და თავის დაცვას შეძლებს»…


მანქანიდან ჩამოსვლა არ უნდოდა ,,მავნეს», მამა იოანე მოეფერა და თავისი ხელით ჩასვა ვოლიერში… მერე, ჩაიმუხლა ვოლიერთან და დაამშვიდა… ეს იყო ნამდვილი ღვთის კაცის სიტყვები, თითქმის ყველა თანამშრომელი ამ ამბის თვითმხილველი გავხდით…
ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა მამა იოანეს, თვალები ,,მავნესკენ» რჩებოდა, ,,აქ რა გაგაძლებინებსო, ან იქ, უშენოდ რა ეშველება ,,მუფაზასო»…
დაჩქარებულ ტემპში კეთდება ,,მავნეს» ვოლიერი, მანამდე მგელი პატარა ვოლიერიდან, ძაღლებს შორის, დაეძებს მის დედობილს, ,,მუფაზას», დაეძებს და ვერ პოულობს….


წყარო: Tamaz Elizbarashvili dog shelter

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*