თენგიზ მირზაშვილის ხსოვნის საღამო »მწერალთა სახლში» | Jolo.ge


თენგიზ მირზაშვილის ხსოვნის საღამო »მწერალთა სახლში»

თენგიზ მირზაშვილის ხსოვნის საღამო »მწერალთა სახლში»

10 თებერვალს ცნობილ ქართველ მხატვარს, თენგიზ მირზაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად,  ,,მწერალთა სახლში“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მოიყარეს თავი — პოეტებმა, მუსიკოსებმა, მხატვრებმა, ჟურნალისტებმა — მათ, ვისაც მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ ,,ჩუბჩიკასთან“. თითოეული მათგანი აღნიშნავდა თენგიზ მირზაშვილის იუმორისა და  ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭს. ასევე, მის  მის  შრომისმოყვარეობას, რისი  წყალობითაც საკმაოდ დიდი  მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას თავისი გრაფიკული თუ ფერწერული ტილოების სახით.

 

,,თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრები მარტო ნახატები არ არის. როდესაც უყურებთ მის მიერ შესრულებულ პეიზაჟს, შეგიძლიათ მასში პოეტური ან მუსიკალური ნაწარმოებიც ამოიკითხოთ.“ — აღნიშნა ლიტერატორმა და ფოლკლორისტმა ზურაბ კიკნაძემ.

 

,,მწერალთა სახლში“ თენგიზ მირზაშვილის ნახატების მცირე გამოფენაც მოეწყო, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს 15 თებერვლამდე შეეძლება.

ნანახია:(16)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<