თბილისის მოდის კვირეულის დიზაინერები და საპატიო სტუმრები | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


თბილისის მოდის კვირეულის დიზაინერები და საპატიო სტუმრები

თბილისის მოდის კვირეულის დიზაინერები და საპატიო სტუმრები

სულ მალე ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება თბილისის მოდის კვირეული 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება

წელს თბილისის მოდის კვირეული მე-13 სეზონს წარმოადგენს, ამჯერად მისი ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრეს რუმს და სამუშაო შოუ-რუმს.

კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი.

თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე სალომე ღვინიაშვილი წარდგება. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია.

კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.

moda1თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი.

თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), Style du Monde, W Magazine,  Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. ასევე მყიდველები (ე.წ. Buyers): H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

 

ნანახია:(21)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

კოკო შანელის ათი მოდური პრინციპი

“მოდა ჭკნება, მხოლოდ სტილი რჩება იგივე” – ეს სიტყვები ლეგენდარულ დიზაინერს კოკო შანელს ეკუთვნის. ის 1971 წელს გარდაიცვალა, თუმცა დღემდე


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

უნდა წარადგინოს თუ არა საქართველომ “მის მსოფლიოზე” უკრაინული ფესვების მქონე მოდელი?! სკანდალი ვიქტორია კოჩაროვას გარშემო

21 წლის ლამაზი, შავგვრემანი და მწვანეთვალება მოდელი, ვიქტორია კოჩაროვა, რომელიც საქართველოს „მის მსოფლიო 2016“–ზე 18 დეკემბერს ვაშინგტონში წარადგენს, სკანდალში გაეხვა.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi: თამუნა ინგოროყვა გაზაფხული/ზაფხული 2016

თამუნა ინგოროყვას 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია შექმნილია ქალური და თავდაჯერებული ახალგაზრდა გოგონებისთვის. ჩვენებაზე დაუკრა ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*