ზურა ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილის სპექტაკლში ბროდვეიზე

თეატრმა ნოსტალგია იცის, წყურვილი… თქვა მსახიობმა და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ ლევან უჩანეიშვილი სპექტაკლს დგამს, ამ სპექტაკლში მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ითამაშებს. ეს სიახლე თბილისში მყოფმა მსახიობმა თეატრალურში შეკრებილ მსმენელს სტუდენტებთან შეხვედრისას გაუმხილა… სიახლის გამხელამდე კი სტუდენტებს „მინი სპექტაკლი“ დაადგმევინა, რამაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა… იყო ფიქრი და გააზრებული მოქმედება, დიდი სკოლის მქონე არტისტმა, სტუდენტები „აიძულა“ რომ ეფიქრათ… თუმანიშვილის მსახიობებმა სკოლის ფასი კარგად იციან… ეს იმ დღეს თეატრალურის სცენას ნამდვილად დაეტყო და სტუდენტებმაც რაღაც გამოცდილება ნამდვილად მიიღეს…
ლევან უჩანეიშვილი: —პიესა არის, მონახაზიც გავაკეთეთ და ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ამ პროექტს მსვლელობა. ერთი იქნება ამერიკული ვარიანტი, რომელიც გვინდა ბროდვეიზე დაიდგას (მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს), მეორე – ქართული. იქნება რუსულიც… ქართულ ვარიანტში მთავარ როლს ჩვენი ნიჭიერი მსახიობი, ჩემი მეგობარი ზურა ყიფშიძე ითამაშებს. ის ხშირად მეუბნებოდა — ლევან, ბიჭო, დავდგათ რა რამე… ამას წინათ ველაპარაკე და ძალიან გაეხარდა ეს ყველაფერი, რატომ ზურა? მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი სკოლა გავიარეთ და ეს არის მთავარი. ასეთი მსახიობები იშვიათია.
ნანახია:(49)-ჯერ
Comments
Related Articles
ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელს ელოდებიან…
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. მან, თავის დროზე
„ფანARTი“ ახალგაზრდების წარმოჩენის ფესტივალი
„ფანARTი“ — ფესტივალი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას აძლევს და ასევე მათ პოპულარიზაციაზე ზრუნავს 24 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. ამ