ზურაააა… ზურიკოოოო…ზურიკელაააა … | Jolo.ge


ზურაააა… ზურიკოოოო…ზურიკელაააა …

ზურაააა… ზურიკოოოო…ზურიკელაააა …

(ვუძღვნი ზურა ყაზაიშვილის ნათელ ხსოვნას)

 

შარას მიწისკენ დახრილი, გამხდარი მოხუცი მოუყვება შავი სამოსით, ერთი ხელი წელზე აქვს  მიდებული, მეორე ხელით აქა-იქ გაბნეულ ჯოხებს და მავთულებს იღებს  და გზას ასუფთავებს…ღრმად  ჩამჯდარ თვალებში რაღაც შორიდან წამოსული ნაფიქრი უკრთის, ფრთხილად აღებს ცისფრად შეღებილ ჭიშკარს და მოულოდნელად ჩერდება… ერთ ადგილზე იყინება მზერა… დაფერდებულ  ეზოში, სადაც სიჩუმე და სიცარიელეა, ბავშვები თამაშობენ… კისკისებენ… დარბიან… კახა… ზაზული…  დიდთვალება ვახო, შორენა… სულ პატარა ვერონიკა… ხუჭუჭა ფიქრია…  მაღალფეხება გია… სოფო. ქერა ინგა… ერთმანეთში ირევიან  გაწითლებულები… ბედნიერები… ყვირიან… ხმაურობენ.

 

— ზურააა — გასძახის ვაზებში მდგარი —  ამდენს ნუ დარბიხარ ზურააა!

 

ლამაზთვალება ბიჭი წამით ჩერდება და ისევ განაგრძობს სირბილს.

 

— ზურააა, პირი დაიბანე

 

— ზურააა,საჭმელი ჭამე?

 

—  მაისური გამოიცვალე  ზურაააა

 

… ღიად დარჩენილ ჭიშკარში ხალებიანი ძაღლი შეძვრება და ფეხებზე გაეხახუნება მოხუცს…. ცრემლი ნიკაპიდან სიმწვანეშეპარულ მიწაში იკარგება… ქალი ამოიოხრებს და ზეცას ახედავს  — ნეტავ სადა ხარ ბებო ახლა? შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი… იქნებ….

 

….სტკივა მედიკო ბებიას, ძალიან სტკივა. იქ, გულთან, სადაც ზურა ყავდა საიმედოდ ჩამთბარი… ხელები სტკივა, რომლითაც ზურას ეფერებოდა…

…. თვალები  სტკივა… ჩაღრმავებული და  დასევდიანებული, რომლითაც ზურას უმზერდა…

… სული სტკივა, რომელიც მთელ სხეულშია გაბნეული, სისხლსაყოლილი და ვერ  უძლებს ამხელა ტკივილს მედიკო ბებია, ყველაზე საყვარელი, ყველაზე თბილი და  ყველაზე ნამდვილი ბებია სხვა ბებიებს შორის…

 

— ძალიან ხმაურობთ ბავშვებო, რა დაგემართათ? — გადმოდგებოდა ეზოში ლეონინა ბებია…

 

—  რა ალიაქოთია? აბა დაიშალეთ! — შეუტევდა შუშანა ბებია.

 

 

 — აცალეთ ქალო ბავშვებს, თამაშობენ, აბა რისი ბავშვები არიან? — მედიკო ბებია  ბავშვებისკენაა… ბავშვებთანაა… უფრო მეტად ესმით მათი და ბავშვებსაც უფრო ის უყვართ, ვიდრე სხვა ბებოები… უყურებს ხოლმე მათ ცელქობას და  ეღიმება, ეშმაკუნები უკრთის  თვალებში, ალბათ თავის ბავშვობას იხსენებს.

 

სხვა ბებოები ცხოვრებისგან დამძიმდნენ…ძალიან ეშორებათ გზა ბავშვობამდე და ბავშვობიდან… ძალიან გახუნდა მათთვის ბავშვობა…

 

მედიკო ბებიამ დაიტოვა ეს ხალასი  შეგრძნება, დაიტოვა, რომ ბავშვებს არ აწყენინოს, ცუდი არ ათქმევინოს მასზე…

 

— მოხვედი ზურა? ბებო გენაცვალოს …

 

რამდენი ხანია არ უნახავს შვილიშვილი, ბიჭი შორეულ  ქალაქში ცხოვრობს, გაიზარდა… უკვე დიდი კაცია, ცოლიც მოიყვანა და….მედიკო ბებიას  ძალიან უნდა ზურიკელას ნახვა, არ სჯერა თუ დაკაცდა, ისევ ისეთივე ბავშვი ჰგონია,  როგორც უცხო ქვეყანაში წასვლამდე…

 

— ისე არ მომკლათ, რომ ვერ მნახოთო — უთვლიდა…

 

და ზურაც ჩამოვიდა… მოულოდნელად დაადგა ბებოს….დიდი… ლამაზი… სხვანაირი… მაგრამ მაინც ისეთივე საყვარელი, როგორიც ადრე…

 

და მედიკო ბებიას აღარ აწუხებდა წელი, არც ფეხები,არც თვალები…ხერხემალიც გაუსწორდა…აცხობდა უგემრიელეს ხაჭაპურებს. შეჰყურებდა თავის ზურიკელას და ივსებოდა მოლოდინგადაწურული ბედნიერებით..

                               …ზურა ჩამოვიდა!

                               … ზურა ჩამოვიდა!

                               … ზურა ჩამოვიდა!

   — აწი რაღა მომკლავს ბებია, გინდაც მოვკვდე, რაღას ვჩივი ….

 

 მალევე წავიდა ზურა და ბედნიერებით სავსე გული დაუტოვა ბებიას.

 ეს ბედნიერება იმხელა იყო,რომ წლები ბლომად ჩამოაბერტყა  ზურგიდან მედიკო ბებიას… მაგრამ…

 

…ნაღვლიანთვალება ბიჭი… უცებ გაქრა… გაფრინდა… ძალიან უცებ და ძალიან ჩუმად… უხმაუროდ … წავიდა და ბებიას თვალებში ჩამჯდარი და ძალიან შორიდან გამოყოლილი სხივიც გაიყოლა…

 

რატომ გაფრინდი ზურა ასე  ნაადრევად…რა უნდა ქნას  მედიკო ბებიამ ახლა უშენოდ?

 

ცას უყუროს? წარსულის ხმებს უსმინოს? თუ ჭიშკართან გარინდებულმა აჟრიამულებული ეზო გაიხსენოს, სადაც შენი პატარა ფეხებით დარბოდი  დაფერდებულ, ლამაზ ეზოში… და მედიკო ბებია, ვაზის კვლებში სიფრთხილით ჩამდგარი მოგძახოდა..

 

— ზურაააა.არ გაიოფლო!

— ზურა    პირი დაიბანე!

— ზურაააა… ზურიკოოოო…ზურიკელაააა …

 

 

                                                                                                                ფიქრია კახიძე

 

ნანახია:(18)-ჯერ


Comments

comments


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort