ზაზა ურუშაძე რამდენიმე საათით ადრე ოსკარამდე — »ზღაპარში მგონია თავი» | Jolo.ge


ზაზა ურუშაძე რამდენიმე საათით ადრე ოსკარამდე — »ზღაპარში მგონია თავი»

ზაზა ურუშაძე რამდენიმე საათით ადრე ოსკარამდე — »ზღაპარში მგონია თავი»

„ოსკარის»დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ქართულ კინო ინდუსტრიაში „ოსკარის» 87-ე დაჯილდოება, ისტორიული დღეა! 

 

მიუხედავად იმისა,რომ «მანდარინები» ესტონეთის მიერ არის წარდგენილი, გამარჯვების შემთხთვევაში,ზაზა ურუშაძე «ოსკარს» საქართველოში ჩამოიტანს, რადგან აკადემიის ბოლო რეგულაციის მიხედვით, ნომინანტი არა-პროდიუსერი, არამედ-რეჟისორია.


ჰოლივუდის,კულუარული ინფორმაციით 5 ფილმიდან, «ოსკარის» მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ 3 ფილმს აქვს. ესენია :«მანდარინები» «იდა»და «ლევიათანი».


ზაზა ურუშაძე: ზღაპარში მგონია თავი, ძალიან გახარებული ვარ, რომ აქ ვარ და ფილმი ხუთეულშია. ყველაფერი ერთად არის, ნერვიულობაც, სიხარულიც, ადამიანი, ალბათ ყველაფერს ეჩვევა… კი, ბევრ ფესტივალზე ვიყავით, ბევრი პრიზიც მიიღო ფილმმა, მაგრამ ეს ნომინანტები, სადღაც ძალიან შორს იყვნენ ჩემთვის, უცებ კი აი აქ აღმოვჩნდით… ბოლოს კი შევეგუე მგონი, თითქოს ჩვეულებრივად არის ყველაფერი და არაფერი ისეთი არ ხდება. ეს როგორც ესტონური, ასევე-ქართული ფილმია. ეს არის ესტონეთის და საქართველოს კინო ინდუსტრიის  გამარჯვება.

 

ლოს ანჯელესში გამგზავრებამდე იყო,დაძაბულობა, ემოცია, შიში…ქართველი მსახიობების წასვლას თავგადასავლების გარეშე არ ჩაუვლია…ჯერ  იყო და თურქეთის აეროპორტში დიდთოვლობის გამო, 20 საათზე მეტი დააყოვნეს ქართველი მსახიობები,შემდეგ მიშა მესხმა პასპორტი დაკარგა…თუმცა,მთავარი ის არის,რომ საქართველოს უდიდესი წარმატება, სწორედ ამ ადამიანებმა მოუტანეს,არ აქვს მნიშვნელობა ისინი ჩამოიტანენ თუ არა-ოსკარს.


«ოსკარის» დაჯილდოების ცერემონიალი, საქართველოს დროით,დღეს დილის 4-საათზე დაიწყება, რომელსაც ტელეკომპანია »რუსთავი2″ შემოგვთავაზებს.

 

                                                                                ავტორი: იაკო ამირანაშვილი

 

 

ნანახია:(9)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*