„ვის გინდათ 100 დოლარი?» | Jolo.ge


„ვის გინდათ 100 დოლარი?»

„ვის გინდათ 100 დოლარი?»

2013 წლის მარტში ვმონაწილეობდი მაქსიმ სუმაროკოვის 2 დღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში ხათუნა მუზაშვილის ორგანიზებით.

ტრენინგის დასაწყისშივე მაქსიმმა მოულოდნელად იკითხა: «ვის გინდათ 100 დოლარი?»

ჩვენ დავიბენით..მან ჯიბიდან ამოიღო ასდოლარიანი კუპიურა:

«აი ნაღდია, სათამაშო არ გეგონოთ… ვის გინდათ»?

დარბაზში რამოდნიმემ გაუბედავად ასწია ხელი. მე არ ამიწევია. ძალიან კი მინდოდა, მაგარამ მომერიდა… ეს ჩემი პირველი ცოცხალი ტრენინგი იყო…

მაქსმიმმა კვლა გაიმეორა შეკითხვა და უკვე უმრავლესობამ ასწია ხელი. ხოლო როცა მეოთხედაც იკითხა თანაც უფრო ხმამაღლა — მაშინ ყველამ ასწია.. მათ შორის მეც. თანაც ზოგიერთებმა შეძახილებიც დაიწყეს «მე მინდა, მე მინდა!»

მაგრამ მაქსიმი იდგა ასდოლარიანით ხელში და ისე გვათვალიერებდა თითქოს რაღაცას ელოდება ჩვენგანო.

მოულოდნელად ერთი მონაწილე წამოხტა და გაექანა მისკენ. «მომეცი, მე მინდა» უთხრა როგორც კი მიუხლოვდ და ხელი წაავლო კუპიურას.

«წაიღე» უთხრა სუმაროკოვმა და მისცა.

მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა:

«მიხვდით აქ რამოხდა? თქვენ ყველას გინდოდათ ეს 100 დოლარი, მაგრამ თავიდან ამისი თქმაც გერიდებოდათ. ბოლოს როგორც იქნა გადალახეთ ეს ბარიერიც და უკვე აღიარეთ რომ გინდოდათ და აქტიურად იქნევდით ხელებს და ზოგიერთები ყვროდით კიდევაც «მე მინდა, მე მინდაო» რომ მიგექციათ ყურადღება, მაგრამ მხოლოდ ერთმა ასწია ერთი ადგილი და განახოეციელა კონკრეტული ქმედება იმისთვის, რომ სასურველი მიეღო. ასე ხდება ცხოვრებაშიც. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ზის და იძახის «მინდა» მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს სასურველის მისაღებად».

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

ნანახია:(580)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ახალი სულიერი გამოცდილება

მათთვის ვისთვისაც იოგა უფრო მეტი გახდა, ვიდრე ყოველდღიური ვარჯიში და უნდა რომ ჩაუღრმავდეს დილის იოგის პრაქტიკას და გამოცდილებაც მიიღოს. გეპატიჟებით


სიყვარული, შიში და ტკივილი ნამდვილ სახეს გიბრუნებს …

**** დაფიქრდით რა გიხარიათ, რატომ გიხარიათ და რისი მომტანია ეს სიხარული. ბედნიერება ადვილად მოდის, მხოლოდ დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი. ****


„მოტვაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“

მეოცნებე კაცი ერთი კაცი წარმატებულ ბიზნესზე ოცნებობდა და ახლობლებსაც უყვებოდა თავისი იდეების უნიკალურობაზე. „ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მოქმედებას როდის აპირებო?„-ჰკითხა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<