„ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტატუსს ასეულობით ადამიანი გაიზიარებდა“ | Jolo.ge

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტატუსს ასეულობით ადამიანი გაიზიარებდა“

,,ზანგოვნა», ,,იდიოტკა», ,,რამდენი აიღე გრანტის ფული», ,,ოე, ნელსონა მანდელა», ,,კარგად გაიპიარე შენი წიგნები», ,,ერთი ას ზანგს უნდა ჩავუგდო შენი თავი»

ამ სიტყვებითა და გამოთქმებით მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ლელა კოდალაშვილი შეამკეს ქართველებმა. ეს კი მხოლოდ იმის გამო რომ შავკანიან ბიჭს გამოესარჩლა. უმეტესობის გაღიზიანება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ სტატუსს მოჰყვა. 

ლელა კოდალაშვილი:
„ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა… 
ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს… 
დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა შუქნიშანზე გააჩერა თუ სპეციალურად, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან იქ შუქნიშანიცაა… ისიც დაუზუსტებელია, იქნებ სწორედ დაზარალებულმა სთხოვა, გაეჩერებინა ავტობუსი, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი… მოკლედ, ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო… ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს… მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან»… მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას»…
ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი ,,კადილაკივით’ მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება“…
დღეს კი ლელა კოდალაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.
ლელა კოდალაშვილი: ,,ზანგოვნა», ,,იდიოტკა», ,,რამდენი აიღე გრანტის ფული», ,,ოე, ნელსონა მანდელა», ,,კარგად გაიპიარე შენი წიგნები», ,,ერთი ას ზანგს უნდა ჩავუგდო შენი თავი»
 ეს და სხვა სიტყვები და გამოთქმები, ასევე მუქარები მესმის გუშინდელს აქეთ ჩემი მისამართით. ბრალდებები ბევრია: 1. იმის მაგიერ, რომ ბიჭისთვის მეშველა, მე სტატუსის წერის ჟინით ავენთე. 2. სტატუსში მოთხრობილი ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. 3. უნდა დამედო ფოტო და ვიდეო მასალა, ტელეფონი რისთვის მაქვს. 4. ქართველებს ვგმობ, ესე იგი, ჩასაქოლი ვარ» და ა.შ.
მე მხოლოდ პირველ ბრალდებას ვუპასუხებ და შევეცდები, მოკლედ დავწერო ეს სტატუსი, რადგან ისედაც ამოგივიდათ ყელში ალბათ ეს ორი დღე ჩემი სახის ყურება ფბ-ზე.. 
მოკლედ, ბრალდებაზე პასუხს გაგცემთ-მეთქი…სტატუსშივე არ დავწერე, თუ როგორ დავეხმარე იმ ბიჭს ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტში და როგორ დავამშვიდე. ვიფიქრე, ამის აღნიშვნა, კეკლუცობა და თავისმოწონება იქნებოდა, რომ თითქოსდა მე იქ ყველაზე კარგი აღმოვჩნდი…
მოკლედ, ამ ორ დღეში შემოსულმა ასობით ზარმა და მესიჯმა ლამისაა, კოლაფსი დამმართა. იმ შავ ბიჭს რომ დავალევინე, მისგან მონარჩენი კორსიზის აბებითღა ვიბრუნებდი თავს. :)))) სიმართლე გითხრათ, საშინლად დავიქანცე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტატუსს ასეულობით ადამიანი გაიზიარებდა… 
და ამიტომ მინდა, მოვუბოდიშო ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ჩემთან დაკავშირება გადაუწყვეტია — მე ამ შემთხვევის შესახებ კომენტარს აღარ და ვეღარ გავაკეთებ. ასევე არ გავაკეთებ მეტ კომენტარს ფეისბუკზე და საერთოდ, აღარსად. ჩამწერა რამდენიმე ტელევიზიამ, რადიომ, ათობით გაზეთმა, მესაუბრა სატრანსპორტო, უფლებადამცველები, არასამთავრობოები, იდენტობა და ბოლოს, ჩვენება დავწერე ამ საღამოს, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, სადაც , კიდევ კარგი, გავიცანი ძალიან კარგი გოგო, გამომძიებელი ,თამუნა გრიგალაშვილი, რომელმაც თუ მიაგნო იმ ჩემს შავკანიანს, მერე იქნებ ზედმეტად ცნობისმოყვარეებს როგორმე მისი პორტრეტიც ვაჩვენო :))) 
მინდა, მოვუბოდიშო ყველა ჩემს მეგობარსა თუ უცნობ ფრენდს , რომელსაც მოუწია ჩემთვის ნასროლი ტალახის მოგერიება. როგორც გავიგე, ვიღაცამ ვიღაცა დაბლოკა, ვიღაცამ ვიღაცა წაშალა… 
მოკლედ, სასიხარულოა ერთი რამ — ადამიანთა უდიდესი ნაწილი რასისტულმა გამოხდომამ აღაშფოთა. ზოგიერთი სკეპტიკურად განეწყო, ბევრი იყო ისეთიც, ვინც ჩემზე გამოიქაჩა, მაგას გრანტი ექნება აღებული და თავად ეგაა ავტობუსიდან გადმოსაგდებიო. აი, სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორიაა, რომელსაც ყველგან უნდა ვერიდოთ — ავტობუსშიც და ფეისბუკზეც… 
ესაა სულ, რისი თქმაც მინდოდა. ბოდიში ცოტა არეული ტექსტისთვის. გმადლობთ“. 

ამ სიტყვებითა და გამოთქმებით მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ლელა კოდალაშვილი შეამკეს ქართველებმა. ეს კი მხოლოდ იმის გამო რომ შავკანიან ბიჭს გამოესარჩლა. უმეტესობის გაღიზიანება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ სტატუსს მოჰყვა. 

ლელა კოდალაშვილი: „ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა… 

ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს… 

დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა შუქნიშანზე გააჩერა თუ სპეციალურად, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან იქ შუქნიშანიცაა… ისიც დაუზუსტებელია, იქნებ სწორედ დაზარალებულმა სთხოვა, გაეჩერებინა ავტობუსი, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი… მოკლედ, ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო… ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს… მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან»… მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას»…

ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი ,,კადილაკივით’ მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება“…

დღეს კი ლელა კოდალაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

ლელა კოდალაშვილი: ,,ზანგოვნა», ,,იდიოტკა», ,,რამდენი აიღე გრანტის ფული», ,,ოე, ნელსონა მანდელა», ,,კარგად გაიპიარე შენი წიგნები», ,,ერთი ას ზანგს უნდა ჩავუგდო შენი თავი»

 ეს და სხვა სიტყვები და გამოთქმები, ასევე მუქარები მესმის გუშინდელს აქეთ ჩემი მისამართით. ბრალდებები ბევრია: 1. იმის მაგიერ, რომ ბიჭისთვის მეშველა, მე სტატუსის წერის ჟინით ავენთე. 2. სტატუსში მოთხრობილი ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. 3. უნდა დამედო ფოტო და ვიდეო მასალა, ტელეფონი რისთვის მაქვს. 4. ქართველებს ვგმობ, ესე იგი, ჩასაქოლი ვარ» და ა.შ.

მე მხოლოდ პირველ ბრალდებას ვუპასუხებ და შევეცდები, მოკლედ დავწერო ეს სტატუსი, რადგან ისედაც ამოგივიდათ ყელში ალბათ ეს ორი დღე ჩემი სახის ყურება ფბ-ზე.. 

მოკლედ, ბრალდებაზე პასუხს გაგცემთ-მეთქი…სტატუსშივე არ დავწერე, თუ როგორ დავეხმარე იმ ბიჭს ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტში და როგორ დავამშვიდე. ვიფიქრე, ამის აღნიშვნა, კეკლუცობა და თავისმოწონება იქნებოდა, რომ თითქოსდა მე იქ ყველაზე კარგი აღმოვჩნდი…

მოკლედ, ამ ორ დღეში შემოსულმა ასობით ზარმა და მესიჯმა ლამისაა, კოლაფსი დამმართა. იმ შავ ბიჭს რომ დავალევინე, მისგან მონარჩენი კორსიზის აბებითღა ვიბრუნებდი თავს. :)))) სიმართლე გითხრათ, საშინლად დავიქანცე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტატუსს ასეულობით ადამიანი გაიზიარებდა… 

და ამიტომ მინდა, მოვუბოდიშო ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ჩემთან დაკავშირება გადაუწყვეტია — მე ამ შემთხვევის შესახებ კომენტარს აღარ და ვეღარ გავაკეთებ. ასევე არ გავაკეთებ მეტ კომენტარს ფეისბუკზე და საერთოდ, აღარსად. ჩამწერა რამდენიმე ტელევიზიამ, რადიომ, ათობით გაზეთმა, მესაუბრა სატრანსპორტო, უფლებადამცველები, არასამთავრობოები, იდენტობა და ბოლოს, ჩვენება დავწერე ამ საღამოს, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, სადაც , კიდევ კარგი, გავიცანი ძალიან კარგი გოგო, გამომძიებელი ,თამუნა გრიგალაშვილი, რომელმაც თუ მიაგნო იმ ჩემს შავკანიანს, მერე იქნებ ზედმეტად ცნობისმოყვარეებს როგორმე მისი პორტრეტიც ვაჩვენო :))) 

მინდა, მოვუბოდიშო ყველა ჩემს მეგობარსა თუ უცნობ ფრენდს , რომელსაც მოუწია ჩემთვის ნასროლი ტალახის მოგერიება. როგორც გავიგე, ვიღაცამ ვიღაცა დაბლოკა, ვიღაცამ ვიღაცა წაშალა… 

მოკლედ, სასიხარულოა ერთი რამ — ადამიანთა უდიდესი ნაწილი რასისტულმა გამოხდომამ აღაშფოთა. ზოგიერთი სკეპტიკურად განეწყო, ბევრი იყო ისეთიც, ვინც ჩემზე გამოიქაჩა, მაგას გრანტი ექნება აღებული და თავად ეგაა ავტობუსიდან გადმოსაგდებიო. აი, სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორიაა, რომელსაც ყველგან უნდა ვერიდოთ — ავტობუსშიც და ფეისბუკზეც… 

ესაა სულ, რისი თქმაც მინდოდა. ბოდიში ცოტა არეული ტექსტისთვის. გმადლობთ“. 

ნანახია:(29)-ჯერ

Comments

comments

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*