„ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე“ — გიორგი კეკელიძე | Jolo.ge


„ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე“ — გიორგი კეკელიძე

„ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე“ — გიორგი კეკელიძე

… „და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც სიტყვები უნებურად ქმნიან, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს არის კიდეც ადამიანად ყოფნის ერთერთი ნიშანი“ — წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე: „იცით, რა სირთულის 2015 წლის გაცილება მქონდა — მამაჩემი გარდაიცვალა და შემდეგ, მამაჩემის პანაშვიდისას — ბებიაჩემი. მედიკო რამდენიმე დღის შემდეგ დავკრძალეთ, სოფელ ნატანებში.

სამძიმრის მიღებისას, ცხადია, ნათესავები მცირე ხნით ყოვნდებოდნენ ჩემთან. ერთხელაც, ერთი მოვიდა და მკითხა: ,,კი, მარა, ბოლო-ბოლო, ყველამ დააყენა საშველი და შენ როის აპირებ?’’ შეცბუნებულმა შევხედე. წამის შემდეგ მივხვდი, ცოლის მოყვანაზე მეკითხებოდა, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არა გურული დაშიფრული ლაპარაკის პროფესიული ცოდნა, წესით, სხვა რამე უნდა მგონებოდა. გამეღიმა კიდეც და ვუთხარი: ,,მალე, 33 წლის რომ გავხდები’’

,,არ გადააცილო იცოდეო’’ გამომცდელი მზერით მიპასუხა და კმაყოფილი წავიდა. რა სათქმელია: ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე.

… და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც სიტყვები უნებურად ქმნიან, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს არის კიდეც ადამიანად ყოფნის ერთერთი ნიშანი“.

 

გურული დღიურები წიგნი მეორეhttps://saba.com.ge/books/shop#author:1801

ნანახია:(17)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<