ევროვიზია, ავთანდილი და ოლეგ ტიმჩენკოს ინფანტები | Jolo.ge


ევროვიზია, ავთანდილი და ოლეგ ტიმჩენკოს ინფანტები

ევროვიზია, ავთანდილი და ოლეგ ტიმჩენკოს ინფანტები

 „პრიმერკა“ აღებულია, კონცეფცია ვიცით და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი გამოდის, ევროვიზიის სამოსით ნამდვილად იამაყებთ“, -ამბობს ავთანდილი. სოფოსა და ნოდიკოს სამოსზე სწორედ ის მუშაობს. არანაირი ავანგარდული, კლასიკური სტილი იქნება, — გვიმხელს დიზაინერი და დასძენს, დანარჩენ დეტალს ევროვიზიამდე ვერ გავახმაურებო. ევროვიზიის სამოსამდე ავთანდილმა „თბილისის ფეშენ ვიკის“ კოლექციაზე იმუშავა და 35 სამოსი შექმნა.  2014 წლის შემოდგომა-ზამთრის  გრანდიოზული ჩვენება 23-შია დაგეგმილი. დიზაინერმა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი გამოიყენა და ამ კოლექციაზე ცნობილ მხატვართან, ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად იმუშავა.

 

 ავთანდილ ცქვიტინიძე: „ოლეგ ტიმჩენკოსთან, ამ გენიოს მხატვართან მუშაობა არაჩვეულებრივია და ძალიან დიდი მუხტი მომცა… გრაფიკაზე ვიყავი გადასული და ფერწერული კოლექცია დიდი ხანია არ გამიკეთებია. ახლა კი ისევ დავუბრუნე ჩემი კოლექცია ფერწერას. ოლეგ ტიმჩენკომ სპეციალურად  კოლექციისთვის ინფანტები დამიხატა. სამომავლოდაც ჩემი კომპანია ყოველთვის იმუშავებს სხვადასხვა ცნობილ მხატვართან. ეს საინტერესოა პუბლიკისთვისაც, მყიდველისთვისაც და ჩემთვისაც. კოლექციაზე მუშაობა უკვე დამთავრებული მაქვს, ახლა სტილისტურად ვანაწილებთ. ამ „ფეშენ ვიკზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იქნებიან სტუმრები, მეც მოვიწვიე ჩემი ბაერები, რომლებიც მე მიკვეთავენ სხვადახვა ქვეყნებიდან. ვინაიდან ინფანტა არის გადავწყვიტეთ ჩვენება ცირკში მოვაწყოთ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება“.

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments