''ეგარი'' შვედურ ჯაზტრიო ''MUSIC MUSIC MUSIC''-თან ერთად კონცერტებს გამართავს | Jolo.ge


''ეგარი'' შვედურ ჯაზტრიო ''MUSIC MUSIC MUSIC''-თან ერთად კონცერტებს გამართავს

''ეგარი'' შვედურ ჯაზტრიო ''MUSIC MUSIC MUSIC''-თან ერთად კონცერტებს გამართავს

ქართული ეთნო-ჯაზჯგუფი „ეგარის“ ერთგულ მსმენელს, მაისში ნამდვილი ფოიერვერკი ელის. გჯუფი, შვედ მეგობრებთან ერთად, საქართველოში სამ კონცერტს გამართავს. ქართულ-შვედური ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ეგარი“ სტოკჰოლმს 19-24 მარტს სტუმრობდა, სადაც გოტებორგსა და სტოკჰოლმში ორი კონცერტი გამართა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 8-12 მაისს ცნობილი შვედური ჯაზტრიო „MUSIC MUSIC MUSIC“ ჩამოდის საქართველოში და „ეგარი“-სთან ერთად კონცერტებს გამართავს.
ცნობილი ჯაზტრიო „MUSIC MUSIC MUSIC“ 2003 წელს დაარსდა. ჯგუფს მრავალ ქვეყნებში აქვს კონცერტები ჩატარებული. გამოცემული აქვს 6 ალბომი. ტრიოს მიღებული აქვს მრავალი პრიზი. ჯგუფის წევრები, შვედეთში მოღვაწე ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ „დოლურშიც“ მღერიან.
8 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, „ეგარის“ სოლო კონცერტი გაიმართება. ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობას შვედი სტუმრებიც მიიღებენ. კონცერტი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. 9 მაისს, შვედი ჯაზმენები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სტუდენტებს მასტერკლასს ჩაუტარებენ და თავიანთ მუსიკალურ გამოცდილებას გაუზიარებენ. იმავე საღამოს კლუბ „ურბანში“ შვედი მუსიკოსები, „ეგართან“ ერთად მეორე კონცერტს გამართავს. საღამოს, შვედი პოპ-მომღერალი, დიჯეი ნინა ნატრი დაუკრავს. 10 მაისს, რაჭის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შვედი და ქართველი მუსიკოსები ერთობლივ კონცერტს ამბროლაურშიც გამართავენ. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებს, ცნობილი შვედი საქსაფონისტი და კომპოზიტორი ნილს ბერი, რომელიც 2007 წელს შვედეთის საუკეთესო ჯაზმუსიკოსად დასახელდა. პროექტი, სამთავრობო სააგენტოს „შვედური ინსტიტუტის“, „შვედეთის მუსიკალური განვითარებისა და მემკვიდრეობის“ ორგანიზაციის ეგიდითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები, გაზეთი „პრაიმტაიმი“, ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“, ჟურნალი „სარკე“ და რადიო „არ დაიდარდოა“. ქართული მხრიდან პროექტის ორგანიზატორი, ინოვაციური სტრატეგიის კომპანია „PRCO“, გენერალური სპონსორი კი ტურისტული კომპანია „გუდ თრეველია“.
„გუდ თრეველი“: „ჩვენი კომპანიის მრავალფეროვნების ერთ-ერთი საინტერესო თემა „Live concert“- ზე დასასწრები პაკეტების შეთავაზებაა. ჩვენი კომპანია აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით. სწორედ ეს არის ჩვენი მხრიდან ამ კონცერტის მხარდაჭერის მიზეზი და დარწმუნებული ვართ, მსმენელი ძალიან ისიამოვნებს. ტურისტული კომპანია „გუდ თრეველი“ მომავალში, თავის მომხარებელს კიდევ მრავალ სიურპრიზს ჰპირდება“.

                                                                                                         თორნიკე ყაჯრიშვილი

ნანახია:(14)-ჯერ


Comments

comments