დ ე!!!!!!!!!!! | Jolo.ge


დ ე!!!!!!!!!!!

დ ე!!!!!!!!!!!

  მესმის

არ მინდა თქვან, რომ გავგიჟდი…

ქარებს ავყევი… გავინაპირე,

მარტმა დათბობა უცებ არ იცის

ისევ ცივა და წვიმას აპირებს…

      მესმის

ამ თვეში გიჟი ზმანება

დაქრის წარსულის ცივი ტერფებით

მარტს მოკვდინება არ ეზარება

 შენ წაგიყვანს და მე აქ დავრჩები…

      მესმის

ძნელია მარტო დარჩენა..

როცა შენ გაგყვა მთელი საგულე

და ერთადერთი შენგან რაც მრჩება

ბოლო ცრემლების წყვილი საყურე..

     მესმის

არ მინდა თქვან რომ გავგიჟდი…

თუმცა არც მინდა რამე მესმოდეს

გთხოვ! დამესიზმრე დედი ამაღამ … 

თუნდაც მცემე… ან  ტყვია მესროლე

          მესმის…….

 

 

                                                                          ფიქრია კახიძე

ნანახია:(16)-ჯერ


Comments

comments