დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან | Jolo.ge


დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან

დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან

„ვინც დღეს მოსვლა ვერ მოახერხეთ გულით გელით შაბათს,“ – ამბობს დავით დეფი და ჩვეულ ხელწერასაც არ ღალატობს — „სიახLOVE“.

 

 

 

არადა თაყვანისმცემლები დღესაც უხვად შემოიკრიბა. პოეტმა-რომანისტმა მკითხველს ერთდროულად ორი წიგნი წარუდგინა. ახალი რომანი „დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“ და ახალი პოეზია „თქვენს შორის ღმერთია“.

წიგნების განმეორებითი წარდგინება და გაყიდვა შაბათს 29 ნოემებრს 2 საათზე ექსპო-ჯორჯია მეთერთმეტე პავილიონში გაიმართება.

რომანი გამოსცა გამომცემლობამ «შემეცნება». „აუცილებლად მობრძანდით, შეიძინეთ და წაიკითხეთ ეს რომანი. თქვენ ბრწყინვალე ქართველი პოეტისა და რომანისტის ბრწყინვალე ნაწარმოები გელით. უახლესი სიტყვა.» — ამგვარია გამომცემლობის მოწოდება, რომელსაც ქვემოთ შემდეგი ტექსტიც ერთვის.

გამომცემლობა «შემეცნება — სერია ცა» : «ეს დეფის მეშვიდე რომანია. წელს უკვე გამოიცა დავით დეფის რიგით მეექვსე რომანი «სამყაროს ყველა საიდუმლო’ (გამომცემლობა «სიესტა») და ახლა კიდევ ერთ ახალ ტექსტს გთავაზობოთ. პოეტის მეშვიდე რომანს «დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება».

«ალექსანდრე დევდარიანი სახელგანთქმული პიანისტია. ამბავს ის გვიყვება. ესაა წიგნი მუსიკაზე და ხმაურზე. აქ პროტაგონისტი სწორედ მუსიკაა და ხმაური მისი ანტაგონისტი. რომელიც ვერ იტანს ჰარმონიას. მუსიკას. სიგიჟისა და გაუცხოების, ხმაურისა და მძვინვარების, შექსპირისეული და ფოლკნერისეული და ასევე მითოლოგიური სიმბოლოები, ამ რომანთან ძალიან ახლო კავშირშია. 

ალექსანდრე დევდარიანის მონათხრობის გარდა, რომანში აბსოლუტურად ნოვატორული იდეაა გამოყენებული, ესაა ავტორისეული ნარატივი, რომელიც ტექსტის თავებშორის სივრცეებში ჩნდება. მაგალითად ასეთი სათაურით: „პირველ თავამდე“ ან „პირველსა და მეორე თავს შორის“ ან „მეორე და მესამე თავს შორის“ და ა.შ. 

ასეთი თხრობისას ჩვენ რომანის მთლიან სურათს უჩვეულო ტემპით აღვიქვამთ, რადგან ალექსანდრე დევდარიანი ოცდამეერთე საუკუნის სრულიად რეალისტურ, პირველ თორმეტწლეულზე ყვება. განსაკუთრებით კი ბოლო სამ წელიწადზე, 2010-დან 2013-ის დადგომამდე. ხოლო თავებსშორის ჩასმული ავტორისეული ნარატივი, მისი კომაში ყოფნის სამ დღეზე გვიამბობს. დიახ პროტაგონისტი კომაშია. ის კომიდან მეოთხე დღეს გამოდის და ამბავს „იქიდან“ ყვება. 

მანამდე კი ერთი გარემოება მას მთლიანად ახვევს თავბრუს. ის უცნობი პიროვნებისგან უცნაურ ბარათს ღებულობს. ბარათზე კი მხოლოდ ერთად-ერთი წინადადება წერია — დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“.

ნანახია:(4)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*