„დედე“ სვანი ქალის ბედისწერით — ვოვა კაჭარავას განცხადება | Jolo.ge


„დედე“ სვანი ქალის ბედისწერით — ვოვა კაჭარავას განცხადება

„დედე“ სვანი ქალის ბედისწერით — ვოვა კაჭარავას განცხადება

უკვე რამდენიმე თვეა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულში ფილმს იღებს. ფილმში მთავარ გმირს საფრანგეთიდან ჩამოსული გიორგი ბაბლუანი ანსახიერებს.

როგორც რეჟისორმა განაცხადა „დედე“, რეალურ ამბავს ასახავს და სვანი ქალის ბედზე მოგვითხრობს. 


მარიამ ხაჭვანის პირველი ფილმიდან გამომდინარე, რომელიც „დედეს“ მინი ვერსია გახლდათ და რომელმაც უცხოეთში უამრავი პრიზი მოიპოვა, ამ ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

თუმცა, სოციალურ ქსელში პროდიუსერის ვლადიმერ კაჭარავას მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, ფილმის დასრულება ვერ ხერხდება.

ვლადიმერ კაჭარავა: ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დახმარება მხატვრული ფილმის“დედე”-ს შესაქმნელად. 

 
დედე არის განვითარებული სანდენსის კინოინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და ბევრი სხვა საერთაშორისო კინო ორგანიზაციის ხელშეწყობით. ამ ფილმის რეჟისორია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულიდან, რომლის წინა ნამუშევარმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმა “დინოლამ” მოიგო უამრავი პრიზი და 2014 წელს მოხვდა ევროპის კინოაკადემიის ნომინაციაში.


ფილმში მონაწილეობენ ყველასთვის ცნობილი მსახიობი გიორგი ბაბლუანი (გეგი) და დამწყები მსახიობი ნათია ვიბლიანი (დინა).


ჩვენ უკვე გადავიღეთ ფილმის ორი მესამედი და გვჭირდება სახსრები ფილმის დასრულებისთვის. ამ მიზნით შევქმენით კიკსტარტერის (Kickstarter ) გვერდი, სადაც შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მიიღოთ ფილმის შესახებ და ასევე გაიგოთ თუ ვინ ვართ ჩვენ.


გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს (https://www.kickstarter.com/projects/322125623/dede…) და შეძლებისდაგვარად გაიღოთ დახმარება . 

ყოველ გადმორიცხულ თანხაზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მცირე იქნება იგი, ჩვენი მადლიერების ნიშნად თქვენ მიიღებთ ჯილდოს.

 ეს არის საოცარი ისტორია , რომელიც დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.»

წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის,


პატივისცემით:
ვლადიმერ კაჭარავა

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<