''დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს'' | Jolo.ge


''დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს''

''დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს''

დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა აქტიურად არის ჩაბმული აზარტულ თამაშებში. ადგილი, სადაც ადამიანები ფულს აგებენ, ან იგებენ, სადაც ფორტუნას ცდიან, სადაც საათი არ არის ეს კაზინოა. როგორც წესი თამაში უბრალო გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება. დამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რამდენად აზარტულები არიან ისინი. დღეს საქართველოში აზარტული თამაშები არა გართობის, არამედ გამდიდრების გზაა. მიუხედავად გაჭირვებისა და მძიმე სოციალური ფონისა, ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებში მუდამ ხალხმრავლობაა, ყველა შედის იმ იმედით, რომ იქიდან გამდიდრებული გამოვა, თუმცა როგორც წესი პირიქით ხდება.

 

 მე გავესაუბრე ერთერთ მოთამაშეს, რომელიც 20წლისაა და მთხოვა მისი ვინაობა არ გამემხილა:

 

— თამაში 13-14 წლის ასაკში დავიწყე, უფროსი ძმაკაცებისგან მქონდა გაგონილი. მაშინ მოდაში იყო ე.წ. მაზაობა. თამაშის გამო ხშირად შემქმნია პრობლემა თავის დანებებაც ვცადე, ახლაც ვცდილობ მაგრამ არ გამომდის. ორ თვიანი პაუზის მერე ისევ ვიწყებ. არადა თავიდან, თითქოს გართობის მიზნით დავიწყე. არავის ვურჩევ ამ თამაშის დაწყებას. იმხელა ადრენალინს იღებ თამაშით, რომ სხვა რამით მაგ გრძნობის შევსება რთულია. სხვა, უბრალო გასართობ საშუალებას აზრი ეკარგება. სწორედ ეგ ღუპავს ადამიანს, თორემ ფული ჩემი აზრით უკვე მეორე პლანზე დგას.

 

მამა დავითი:

 

-დაუძლურებული და დაავადებული სული მარხვითა და ლოცვით განიკურნება. ღრმა ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებით ადამიანი აუცილებლად მოახერხებს ეშმაკი დაძლიოს, რადგან უფალი მის გვერდითაა. მოძღვართან სიმჭიდროვე აუცილებლად იხსნის სულს ამგვარი საცდუნებლისგან. ეშმაკისეულით შეპყრობილი ადამიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ყოველთვის შეძლებს დაავადებული სულის განკურნებას. ამგვარი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. მამების გვერდით იგი აუცილებლად გაძლიერდება. დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს ეშმაკისგან დამონებული სულის მქონე ადამიანის ოჯახი. ოჯახის თითოეულმა წევრმა  ლოცვითა და სათნოებათა აღსრულებით უნდა იზრუნოს ამ ადამიანის სულიერი გადარჩენისთვის.

 

მარინა გოქსაძე (ფსიქოლოგი) :

 

-დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე არის ძალიან დიდი პრობლემა. შეიძლება ითქვას კიდევ უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ნარკომანია. აქ ლაპარაკია ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებაზე. არის მთელი რიგი ფაქტორები, რომლებზეც საჭიროა, რომ ყურადღება გამახვილდეს.  პირველ რიგში ეს არის ძალიან მომგებიანი ბიზნესი და ძალიან ხელმისაწვდომი, არამარტო დაწესებულებებში, არამედ ინტერნეტშიც შეიძლება მისი თამაში. მეორე ის, რომ ადამიანები იწყებენ ვითომ გასართობად, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს ხდება სერიოზული პრობლემა.  თქვენ თუ დაკვირებიხართ, ამ დაწესებულებაში არის ძალიან სერიოზული დეტალი, არ არის არათუ საათი , არამედ ფანჯარაც კი. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანმა დაკარგოს დროის შეგრძნება. ეს არის ტრანსის მდგომარეობა, ანუ ჩვეულებრივი ჰიპნოზი. თუ იქ იქნება ფანჯარა, ის გაგახსენებს რეალობას და გამოგიყვანს ამ ტრანსიდან.  დაახლოებით ისეთი პრობლემაა, რომ პატარა ბავშვს სჯერა თოვლის ბაბუის, მაგრამ ის პატარაა და თამაშის დროს რეალობას ვერ ანსხვავებს ზღაპრისგან, ჩართულია ამ თამაშში ისე, თითქოს ეს რეალურად ხდება და ამის გამიჯვნა ბავშვის ფსიქიკას არ შეუძლია. ეს ეფექტი არის გამოყენებული ამ აზარტული თამაშების დროს. ვინ ხდება უფრო ადვილად დამოკიდებული ადამიანი — ვისაც აქვს სუსტი მეიდენტურობა. ლაპარაკია უკიდურეს ინფანტილურ მეიდენტურობასთან. მოთამაშე სულ არის იმ მოლოდინში, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ზღაპარში, მოხდება სასწაული. თუმცა მან კარგად იცის, თუ წააგო ერთადერთი გამოსავალი არის რომ ისევ ითამაშოს, მაგრამ თუ მოიგებს, ესეც სტიმულია. ორივე შემთხვევაში არის სერიოზული ემოცია. წააგო და არის შიში, კიდევ ითამაშებს რომ მოიგოს, ხოლო თუ მოიგებს არის სტიმული , რომ კიდევ უფრო მეტს მოიგებს. კიდევ ერთი ფაქტორი-მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, თურმე საზოგადოებას აწყობს ჩაკეტილი ადამიანები კაზინოებში. აქ არის უფრო მეტი ალბათობა, რომ ადამიანმა მეტი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. ასევე ლაპარაკია სერიოზულ პრობლემებზე ბავშვობიდან, რომელსაც პირველ რიგში გვიქმნის გარემო, ჩვენი ოჯახი და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახი ელიტარულია, არაა ელიტარული, შეძლებულია, თუ არა.

—     ფსიქოლოგის აზრით, როგორ შეიძლება ადამიანმა თავი დაანებოს თამაშს?

—     აქ არის ორი სერიოზული მომენტი, რომელიც არის უნივერსალური ფორმულა. პირველი- როგორც ნარკომანის მკურნალობა არ შეიძლება, თუ წყაროს არ მოვაშორეთ, არ შევუცვალეთ გარემო, ასევე ხდება აქ.  საჭიროა მუშტის დარტყმა, აკრძალვა, შავ სიებში შეყვანა, დამოკიდებულებასთან ბრძოლა არ შეიძლება თბილად , რბილად და მოფერებით. რაც შეიძლება მკაცრი აკრძალვები, გადაკეტვა ყველა რესურსის, რომ დაგჭირდეს ქუჩაში გაგდება ამაზეც უნდა წახვიდე, საშინელი სიმკაცრე უნდა იხმარო, რომ ყველა წყარო მოესპოს და რა თქმა უნდა სერიოზული ფსიქოთერაპია. წელიწად ნახევარი ითვლება აუცილებელ მინიმუმად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშემ თქვას: მიშველეთ, მე ვიღუპები. თვითონ უნდა უნდოდეს და ყველაფერი გამოვა.

 

  როგორც უკვე გავიგეთ, მრავალი გზა არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა აღარ ითამაშოს, თუმცა მთავარი მონდომებაა. თუ თქვენ ხართ მოთამაშე და სურვილი გაქვთ დაანებოთ თავი, მაგრამ ფიქრობთ რომ ამას ვერ შეძლებთ და ეს ძალიან რთულია, ცდებით. მიბრძანდით მამაოსთან, რომელიც ლოცვა კურთხევით შეეცდება განგკურნოთ ამ დაავადებისგან, მიბრძანდით ფსიქოლოგთან, რომელიც დაგანახებთ რეალობას და გაგიქრობთ თამაშის სურვილს. დაუძლეველი არაფერია, მთავარია შეეცადო და ყველაფერი გამოვა.

 

 

                                                                                                    ნატუკა მხეიძე

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი


“SMS” — გულწრფელი ქართული პორნო

13 მარტს რეჟისორი გიო მგელაძე კინოთეატრ “ამირანში” თავის სტუმრებს საკმაოდ საინტერესო საღამოზე იწვევს. ჯერ სადებიუტო კრებულის “SMS”–ის პრეზენტაცია მოეწყობა, შემდეგ


ქართველი ''მურთხები'' ''მშიერი თვალებით''

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა კაცი, შემდეგ კი მისი ნეკნიდან — ქალი. ასე რომ, მამაკაცი იყო პირველი. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს