დავით დეფი: „ეს ამბავი თვითონ „ლედიგ ჰაუსის“ დირექტორმა შემატყობინა | Jolo.ge


დავით დეფი: „ეს ამბავი თვითონ „ლედიგ ჰაუსის“ დირექტორმა შემატყობინა

დავით დეფი: „ეს ამბავი თვითონ „ლედიგ ჰაუსის“ დირექტორმა შემატყობინა

ევროპიდან და ამერიკიდან შვიდი პოეტი შეარჩიეს. ამ შვიდეულში ქართველი პოეტი დავით დეფი აღმოჩნდა.

 

 

 ორმა ამერიკულმა ლიტერატურულმა საზოგადოებამ «ლედიგ ჰაუსმა» და «ამერიკენ პოეტმა» შეადგინა ქენთო. ანუ სხვა და სხვა ავტორების პოეზიიდან ამოკრეფილი სტრიქონებით შედგენილი ლექსი. სწორედ ამ ავტორებს შორისაა დავით დეფი.


დავით დეფი: „ასეთ გლობალურ და უნიკალურ პროექტში ყოფნა უმნიშვნელოვანესი რამაა ჩემი ლიტერატურული კარიერის კიდევ ერთი ახალი ეტაპისთვის. ეს ამბავი თვითონ «ლედიგ ჰაუსის» დირექტორმა — დი დაბლ იუ გიბსონმა შემატყობინა და მომილოცა. 

ქენთო მაისურებზე დაიტანეს და ახლა ნიუ იორკის, ჩიკაგოს, სან ფრანსისკოს, ფილადელფიის, ბალტიმორის, ბოსტონის, სიეტლის და ლოს ანჟელესის წიგნების მაღაზიებში იყიდება“.


 ამ დიდ პროექტში ასევე მონაწილეობენ პოეტები სხვა და სხვა ქვეყნებიდან: ლუკას ჰირში, ადამ ზდროდოვსკი, კატარინა გრიფენბერგ, სერჯიო ბადილა, ჰოანგ ჰუნგი, ანა მოსჩოვაკის, პანა აი. 


 

ნანახია:(10)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*