„გოგონა საცვლების გარეშე“ | Jolo.ge


„გოგონა საცვლების გარეშე“

„გოგონა საცვლების გარეშე“

ლელა დადა ლაშხი თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი ავტორობით თბილისში 2012 წელს გამოიცა კრებული „ლტოლვილთა სამოთხე“. ლელა ბოლო წლების მანძილზე პარიზში მოღვაწეობს.

 

 

2014 წლის ივნისში, პარიზის ანტუანის თეატრში, განახორციელა სპექტაკლი საკუთარი პიესის მიხედვით <>, რომელმაც ფრანგი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. 

რომანი <<გოგონა საცვლების გარეშე>> მწერლის ბოლო ნამუშევარია. ნაწარმოებში მოთხრობილია მისი მეგობრის ეკო ცეცხლაძის ცხოვრების ისტორია და მასვე ეკუთვნის წიგნის წინასიტყვაობა:

,,როცა არასდროს შეწყვეტ ფიქრს საკუთარ ოცნებაზე, ის აუცილებლად ასრულდება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. დიდი ხანია, წიგნის დაწერის იდეა მქონდა, მაგრამ წერით სათქმელის გამოხატვის უნარი ვერ ვიპოვნე ჩემ თავში.

როდესაც რამეს ვაკეთებ მინდა, საუკეთესო იყოს. წიგნიც ასეთი მინდოდა. სწორედ ამიტომ ვანდე ლელუკას ჩემი ოცნებაც და ჩემი თავიც. წიგნის იდეიდან ზუსტად ორი წლის მერე, მასზე ყოველდღიური ფიქრის შემდეგ შევხვდი ლელუკას. ეს ადამიანი ოცნებების ასახდენად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ დაიმსახურა ჩემი საოცნებო წიგნის შემქნა. ჩემი ფიქრების, აზრების, მიზნების, ოცნებების გაგება და რეალური „მეს“ სწორად დანახვა მისი უპირატესობაა. მის გარეშე ხომ ამ წიგნს ვერ შევქმნიდი.

ეს ჩვენი წიგნია, რომელიც გვაერთიანებს, გვაკავშირებს
და სამუდამოდ ტოვებს თითოეულის მეხსიერებაში მძაფრ შეგრძნებებს, რომლებიც წიგნის კითხვას ახლავს თან. ლელუკა ჩემი წიგნის, ოცნებების ავტორი და შემსრულებელია!

წიგნის პრეზენტაციას ვერ დაესწრება თავად ავტორი, მაგრამ საშუალება გექნებათ შეხვდეთ და გაიცნოთ რომანის მთავარი მოქმედი პირი. ლელა ჩაგვერთვება ინტერნეტის საშუალებით და მოგვიყვება ამ რომანისა და მისი სამომავალო გეგმების შესახებ.

 

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 29 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00,

Saakashvili Presidential Library

 

ნანახია:(290)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<