გვანცა დარასელია: „მახსოვს პეპლები მუცელში, ჟრუანტელი ტანში და ნაპერწკლები თვალებში“ | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


გვანცა დარასელია: „მახსოვს პეპლები მუცელში, ჟრუანტელი ტანში და ნაპერწკლები თვალებში“

გვანცა დარასელია: „მახსოვს პეპლები მუცელში, ჟრუანტელი ტანში და ნაპერწკლები თვალებში“

ბავშვობაში ვოცნებობდი –  ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი ცნობილი.

ადრე ვფიქრობდი, რომ – 25 წლამდე არ გავთხოვდებოდი, მაგრამ 22 წლის უკვე დედა ვიყავი.

მინდა – ჩემი შვილის ჯანმრთელობა.

სუსტი წერტილი – ჩემი სუსტი წერტილი ხანდახან ზედმეტი თვითკრიტიკაა.

მენატრება –  სტუდენტობა.

ვეჭვიანობ –  საერთოდ არ ვარ ეჭვიანი.

ვნანობ – ვნანობ, რომ არ ვისწავლე ბევრი უცხო ენა, თუმცა არც ეხლაა გვიან.

გულს მტკენს – უსამართლო შენიშვნა.

არასოდეს – მივატოვებ ჩემს შვილს.

პირველად ტელევიზიაში – მახსოვს ეს შეგრძნება, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო.

ვერ ვეგუები – იმას, რომ უსახსრობის გამო შეიძლება ბევრმა ადამიანმა შვილი ვერ გადაარჩინოს ისეთი დაავადებისგან, რომლის განკურნებაც შეიძლებოდა. მინდა, რომ ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა – უნდა დავუბრუნდე წიგნების კითხვას!

ადამიანში ვაფასებ – ქველმოქმედების ნიჭს. იმას,რომ შეუძლია სიკეთე გააკეთოს ისე, რომ არ დაგაყვედროს.

პირველი წარმატება – ახალგაზრდა ჟურნალისტთა სატელევიზიო კონკურსი „დუბლიორი“, ტელეკომპანია „იმედი“ 2006 წელი. პირველი პირდაპირი ეთერი და პირველი კონტაქტი მაყურებელთან.

პირველად პოდიუმზე – არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ თავდაჯერებულობის შეგრძნება. Aარც მახსოვს ეს როდის იყო.

ჩემი პირველი სიხარული – თოვლის ბაბუის მიერ ნაჩუქარი გორგოლაჭები.

პირველად შემიყვარდა – 13-14 წლის ასაკში, მახსოვს პეპლები მუცელში, ჟრუანტელი ტანში და ნაპერწკლები თვალებში.

მომავალში –  ძალიან მინდა ვიცოდე რა იქნება.

 

                                                                                                                    ნატუკა მხეიძე

ნანახია:(14)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*