„გადავწყვიტე ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები და იაფფასიანი მლიქვნელები“… | Jolo.ge


„გადავწყვიტე ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები და იაფფასიანი მლიქვნელები“…

„გადავწყვიტე ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები და იაფფასიანი მლიქვნელები“…

„ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე — ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს“, — წერს ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილ სტრიპი.


მერილ სტრიპი: „ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება. წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას; ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები — სიკეთე და ბოროტება — და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს. მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს….. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს.» 

ნანახია:(497)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*