ბრაზილიაში დავით დეფის მოთხრობა წიგნად გამოიცა | Jolo.ge


ბრაზილიაში დავით დეფის მოთხრობა წიგნად გამოიცა

ბრაზილიაში დავით დეფის მოთხრობა წიგნად გამოიცა

კვე რამდენიმე დღეა, რაც პოეტი და რომანისტი დავით დეფი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ბრაზილიაში მისი მოთხრობა წიგნად, ორ ენაზე გამოვიდა. „სკამიინგლისურად და პორტუგალიურად იკითხება... შემოდგომაზე კი დავით დეფის სამი რომანი რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოში გამოიცემა. ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“, „დილა სასწაულების წინ“, „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“ პორტუგალიურ ენაზე უკვე ითარგმნა. ეს წიგნები ოქტომბრიდან ერთი თვის ინტერვალით გამოდის. კონტრაქტი დავით დეფისთან ბრაზილიის ცნობილმა გამომცემლობამლუმე ედიტორ“მა გააფორმა. ამავე გამომცემლობამ გამოსცასკამიც“.

 

მოთხრობაში ამოიკითხავთ სად მთავრდება უიმედობა და იწყება ნუგეში, სად მთავრდება უსასოობა და იწყება რწმენა. მოთხრობაში აღწერილია შემოქმედის მდგომარეობა თანამედროვე სამყაროში, ოღონდ თხრობის ლაკონურობა და თვითონ მთხრობელიც დიდ მოულოდნელობას სთავაზობს მკითხველს. ამ ტექსტს უკვე მსოფლიო პრესაც, უკიდურესად პოზიტიურად ეხმიანება. („ინდეფენდენთი“. „ლითერარი რევიუ ენდ ესეის“ და სხვ.)

 

 

დავით დეფი: — ცალკე მოთხრობის გამოცემა შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ამბავია, რადგანაც პრაქტიკულად გამომცემლებები მხოლოდ ერთი მოთხრობის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ. მით უმეტეს თუ ეს მოთხრობა აპრობირებული არ არის სხვადასხვა ჟურნალში, გაზეთში, გაჟღერებული როგორც დადგმა რადიოში ან ატვირთული ინტერნეტში. „სკამი“ კი პირველივე წაკითხვით მოხდა ცნობილი რეცენზეტისა და კრიტიკოსის დენიელ კელეჰერის ნუსხაში, ამანაც განაპირობა კონტაქტის დამყარება გამომცემლობებთან. მე ვფიქრობ ეს დიდი წარმატებაა, როგორც ჩემს პირად ასევე ჩემი ქვეყნის კულტურულ ბიოგრაფიაშიც. ამიტომაც შეგრძნება არის ზუსტად იმისი, რასაც ვამბობდი, მე დედამიწის მოქალაქე ვარ, ღია, თავისუფალი სამყაროს მოქალაქე. ეს შეგრძნება ჩემს თვალწინ ფიზიკური შეხებითაც წარმოჩინდა.

 

თქვენ როდის ესტუმრებით ბრაზილიას? 

 

— სამწუხაროდ ამისთვის ფინანსები არა მაქვს. ამიტომაც ვეძებ სპონსორს, მეცენატს, რომელიც მგზავრობას დამიფინანსებს, რომ გადავფრინდე ბრაზილიაში, დავესწრო ჩემი რომანების წარდგინებას, სხვადასხვა მიღებებს უნივერსიტეტში, მივიღო მონაწილეობა ლიტერატურულ დისკუსიებში, ასევე გამომცემლობის მიერ დაგეგმილ რადიო თუ ტელე თოქ-შოუებში. ასე რომ, ვეძებ პატიოსან და კეთილ ადამიანს, ვისაც ლიტერატურა უყვარს და უანგაროდაც დამაფინანსებს, რათა პლანეტის მეორე ბოლოს გადავფრინდე.

ნანახია:(11)-ჯერ


Comments

comments