fbpx

„ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“

ავტორი ჟოლო
23 ნახვა

„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის ნაბიჯების და მტკივა, ამიტომ ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“ – ეს ბოდიში რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ქართველ ჟურნალისტს მოუხადა.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე, რომელიც ამჯერად რუსეთის ოპოზიციურ არხზე მუშაობს, ლაშა ბაქრაძის საპასუხოდ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. 
ლაშა ბაქრაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მოსკოვურ „თბილისობაზე“ ამღერებულ ქართველებზე ისაუბრა და ასევე  შემდეგი განცხადებაც გააკეთა. 
„ხშირად დასავლეთშიც მესმის, რომ პრობლემა პუტინია. მე კი ვამბობ, რომ არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთია პრობლემა.
იმ რუსმა, რომელსაც თითქოს ძალიან უყვარს ქართული კულტურა, პროტესტი უნდა განაცხადოს იმ დროს, როცა საქართველოს ბომბავს პუტინი; იმ რუსმა, რომელსაც „ბორჯომი“, ღვინო უყვარს, პროტესტი უნდა განაცხადოს, როცა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი იკეტება რუსეთში. მე არ მსმენია და არც გამიგია, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა, რომ მათ ხმა ამოეღოთ ამის წინააღმდეგ“…
ანანო ბაკურაძე: „არ ვეთანხმები ამ კაცის უკიდეგანო განზოგადებებს“
ვთვლი, რომ არ უნდა ჩატარებულიყო საეჭვო ღონისძიება თბილისობა მოსკოვში და მითუმეტეს ქართველ ფსევდო მომღერლებს არ უნდა ემღერა, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ვეთანხმები ამ კაცის უკიდეგანო განზოგადებებს.
იმ ერთადერთ ოპოზიციურ არხზე სადაც მე ვმუშაობ, მუშაობენ ყვეალზე “ქულ” ხალხი ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში შემხვედრია. “ქულ” არიან თავიანთი აზროვნებით, გემოვნებით, განათლებით და ასე შემდეგ. ერთი მოვიდა და ეგეთი რამე მითხრა: “მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის ნაბიჯების და მტკივა, ამიტომ ბოდიშს გიხდი როგორს რუსი ქართველს.” და ამ სიტყვების მერე მე რა მეპასუხა გამოთრეულიყავი აქციები ჩაგეტარებინა კრემლთან ბოდიში, რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდათქო?
რანაირად უნდა გამართონ ყველაზე საშიშ ქვეყანაში რუსებმა აქციები კრემლთან, როდესაც 9 წელი ნაც მოძრაობა რასაც აკეთებდა ყველამ იცოდა და 2008 წელს ომი, რომ დაიწყო სააკაშვილმა და ახალგაზრდა ბიჭები უმიზეზოდ მოკლეს მაგას ვერ აპროტესტებდა შიშით ვერავინ და ამას უნდა ნახევარ მსოფლიოს რომ ათამაშებს პუტინი, თავიანთვე ქვეყანაში საქართველოს მხარდამჭერი აქციები გამართონ თურმე, როცა ქართველებს კიდიათ ფეხებზე თავიანთი ქვეყნის ბედი და შიშისგან ჩაფსმულები დადიოდნენ 9 წელი.
სუ ვიღაცას ვემართლებით და ვითხოვთ ვიღაცისგან რაღაცას, როცა საკუთარი ქვეყნისთვის არაფერს არ ვაკეთებთ ჩვენ თვითონვე.
ჩვენი ტელევიზიის სტატისტიკით 80 % პუტინისტია ამ ქვეყანაში, მაგრამ არის ის 20% საზოგადოების, რომელიც რიცხვობრივად საქართველოს მოსახლეობაზე რამდენჯერმე დიდია და არის ზუსტად ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ქართველებზე ბევრად შრომისმოყვარეები არიან, ბევრად განათლებულები, ბევრად გონებაგახსნილები და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. ისევ ქართველები არიან ამ ქალაქში გაბანძებულები, სახელს და გვარს არ დავასახელებ რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ისევ ქართველმა დამილეწა კამერა, როცა ვკითხე “სულ რუსულად რატომ მღერითთქო”, მიშას მოგზავნილი ხარო და კამერა დამილეწა. აი, ეგაა ქართველობა ბევრი ლაპარაკი, ტიტინი და უსაქმურობა.
მეც არ მიყვარს მოსკოვი, არასდროს არ შემიყვარდება და ორი აზრი არ არის, რომ მალე მინდა უკან წავიდე საფრანგეთში ან ინგლისში, დავარცხნილ ევროპაში, აქ კიდევ საბჭოთა კავშირია, კიდევ საბჭოური აზროვნებაა, მაგრამ გარწმუნებთ ისევე როგორც ყველგან აქაც არიან შესანიშნავი ადამიანები, რომლის “ანალოგს” ქართველებში ვერ ნახავთ. და სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, მინდა გითხრათ, რომ როგორც კი სადმე გავაჟღერებ ჩემს ქართველობას, მომენტალურად ორი ან სამი ნაბიჯით წინ ვარ რუსებზე. ძააან უყვართ ქართველები, მე აგრესიით და ზიზღით განწყობილი ჩამოვედი და ეგეთი სიყვარულით ჯერ არსად არ დამხვედრია, როგორც აქ. მოგეხსენებათ რამდენს ვმოგზაურობ…
დღეს იმდენად მთელი მსოფლიო კოსმოპოლიტურია, საქართველოს გარდა, რომ მოსკოვი მარტო რუსები აღარ არიან, მილიონი ეროვნების ადამიანი ჩამოდის, ფრანგებით დაწყებული არაბებით დამთავრებული…
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ან ძალიან კარგი ადამიანები ან ძალიან ცუდი ადამიანები გააჩნია რომლის დანახვა გინდა. ჩემთვის პირადად კარგი ყოველთვის წონის ცუდს. თორე პუტინი არც მე არ მიყვარს და ამათ მორალურ თუ ეთიკურ პრინციპებზე მეც ჩემი აზრი მაქვს. ამიტომ ვმუშაობ კანალ დოჟდზე !

p.s შედარებაა მარტივი. თუ რეპრესია იყო ჩვენთან და ხალხს ხმის ამოღების ეშინოდა ანალოგიური სიტუაციაა აქ და რუსებისგან რომ
ითხოვს ლაშა ბაქრაძე პროტესტს ჯერ ქართველებს მოთხოვოს, საკუთარი ერი არ აპროტესტებს მიმდიბარე მოვლენებს საკუთარ ქვეყანაში და რაზეა ლაპარაკი“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment