აქ ხარ, ჩემთან ხარ… | Jolo.ge


აქ ხარ, ჩემთან ხარ…

აქ ხარ, ჩემთან ხარ…

აქ ხარ, ჩემთან ხარ, ახლოს ხარ ისე
შენს სურნელს კი არ ვისუნთქავ, ვიწოვ,
და მეჩვენება  საოცრად  ფართო,
ჩვენი ოთახი აშკარად ვიწრო…
 
აქ ხარ, სულში ხარ მომოფანტული,
ყველგან ხარ, ერთგან როგორ დაგტიო
მზად ვარ, არ ვიცი როდიდან  ოღონდ
 შევძლო… დაგითმო…. და გაპატიო…. 

 აქ ხარ…და შენი ყოფნაა ალბათ,
მოსაწყენ ყოფითს ფუნჯებს რომ უსვამს
და ვარდისფერად შეღებილ სევდას
უყვარს შენს გამო მოსული მუზა…

აქ ხარ და მინდა იყო  ყოველთვის,
რადგან გზამ შენთან მოკეცა ბოლო
შენთან დაბერდეს ჩემი სიბერე
რომ შენს მკლავებზე მეძინოს მხოლოდ.

 

                                                                                                                 ფიქრია კახიძე


ნანახია:(24)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*