«აფერისტები და უსამართლოები არიან ადამიანები»… | Jolo.ge


«აფერისტები და უსამართლოები არიან ადამიანები»…

«აფერისტები და უსამართლოები არიან ადამიანები»…

ლადიკოზე კი მოგიყევით ადრე. სასაფლაოზე სძინავს. ოღონდ დღისით სძინავს ლადიკოს. ღამღამობით ჩემსავით დაწანწალებს და ზოგჯერ ვინმეს საფლავის მაგიდაზე და ზოგჯერ ამ ხედზე დალევაც გვიწევს. ტელესკოპში გავახედებ ხოლმე, ერთ ბოთლ არაყს ლიმონათივით დალევს და სანამ გამოფხიზლდება, ვლაპარაკობთ რა. ლადიკოს ადამიანები ჰყავს შეძულებული. მეც ვძულვარ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მათში ვისაც იცნობს. ყოველ შემთხვევაში ხმას მარტო მე მცემს ისე, რომ არ მაგინებს ))) მარტო «ლაწირაკს» და კამათში თუ შევუტიე, «ვირიშვილს» მეძახის )))

«- აფერისტები და უსამართლოები არიან ადამიანები — იწყებს ლადიკო. მკვლელობის სიმძიმეს მარტო მსხვერპლის ზომით აფასებენ. ბუზი თუ მოკალი არაუშავს, ძაღლი თუ მოკალი დამპალი ხარ.ვითომ ბუზს არ ედგას სული და თავისი ცხოვრება არ ჰქონდეს. ეგ კიდევ რა არის, მთავარია თვითონ აწყობდეს, თორემ ცხენს თუ თავი მოაჭერი, უსისხლო და ჯალათი ხარ, ღორს კიდევ რომ წამოაქცევენ და წივილ-კივილით ყელს გამოჭრიან, მაგას არაუშავს, საჭმელად სჭირდებათ გაიგე? ვიღაცამ თქვა, პროცენტულად მგლებზე მეტ ცხვარს მეცხვარეები ჭამენო. აზრზე ხარ? იმიტომ კი არ იცავს ცხვრებს მეცხვარე მგლისგან, რომ ცხვარი ეცოდება, იმიტომ რომ თვითონ მეტი ცხვარი შეჭამოს ვიდრე მგელმა. ძროხას დაბადებიდან ზრდიან, სახელს არქმევენ, ეფერებიან და სადამდე გრძელდება ეს იცი? სანამ რძეს ვეღარ მოიწველება. მერე ან თვითონ კლავენ და ჭამენ, ან ბოინში მიიყვანენ ყასაბმა რომ უროთი გაუხეთქოს თავი. სადმე გაგიგია? შვილივით გაზრდილი ძროხა, სიბერით სიკვდილით მომკვდარიყოს და პატრონს გლოვით დაემარხოს. ირემი თუ მოკლა მონადირემ, შეიძლება ჯვარზე გააკრან, ეგეთი სილამაზე როგორ მოკალიო. დათვი თუ მოკლა, მთელი ცხოვრება ამაყობს და სხვებიც ბეჭებზე უტყაპუნებენ ხელს, მააალადეც ძმაო დათვი როგორ დააგდეო.ვითომ დათვს სული არ ედგეს. ხეები საერთოდაც უსულო რამეებად გვასწავლეს სკოლაში ამ შობელძაღლებმა. არადა რაც იბადება, იზრდება და კვდება, ყველაფერი ცოცხალი არ არის? თუ არ ფიქრობ ეგრე და აქვე გაგიხეთქო თავი? ხესაც ეგრე უშვრებიან, ნაყოფს რომ აღარ ისხამს და ამათ მუცლებს ვეღარ ამოყორავს, ეგრევე ჭრიან, სკამად, მაგიდად ან ბოლობოლო შეშად მაინც ხო გამოდგება.

აააა გგონია მე დანარჩენებივით არ ვიქცევი? ბალახზე რომ დავეგდები და დავიძინებ, რამდენ ჭიანჭველას ვკლავ იცი? ვერც ვხედავ და ფეხებზეც მკიდია, რამდენი სიცოცხლე შეეწირა ჩემს დაძინებას.»

მერე ლადიკო ტელესკოპში გაიხედავს, ცოტა ხანს მთვარეს უყურებს და იტყვის — «ეს მთვარეც ცოტა ხანს გვიყურებს, ერთს დაგვაფურთხებს და აღარც ამოვა. რა საყურებლები ჩვენ ვართ ჰა? აბა აფერისტი არა ვარ? რაც მოგიყევი, ყველაფერი მაქვს გაკეთებული»

მერე ინათებს თუ არა, ლადიკო დაუმშვიდობებლად მიდის, ბარბაცით გაივლის და ალბათ დილას მზე რომ მიადგეს, ეგეთ ადგილს ეძებს დასაწოლად და ჭიანჭველების დასახოცად. უკვე შორს რომ არის, არეული ფეხის ხმა რომ შორიდან ისმის. გაჩერდება და ხმამაღლა დამიძახებს — «ნუ იკრიჭები ლაწირაკო, შენც კაი დამპალი ხარ».

საჭმელს არ გამოგართმევს და ფული რომ შესთავაზო, თავზე გადაგახევს. დადის და დარდობს, რა ქნას ლადიკოც ამ მიწის შვილია, რომლისაც მე, ძროხები და ცხვრები. სიცოცხლის ჯაჭვი ვეღარ ვუხსენე, მეც არ ჩავები ამ ჯაჭვში შემეშინდა )))

უკვე მზე ამოვიდა, ლამაზი და ბრჭყვიალა დღე გქონდეთ ყველას ❤️

აკა სინჯიკაშვილი

წყარო: facebook

ნანახია:(118)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები»- კონფუცის ბრძნული რჩევები

= სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან


ერიდეთ მამაკაცს, თუ…

ერიდეთ მამაკაცს, თუ… — ოდნავ მაინც არ გაგრძნობინათ, რომ მოენატრებით, არ გამოგიტყდათ, რომ ძალიან უნდა თქვენთან ერთად წამოსვლა, საკუთარ თავს


ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენი ხასიათის დაფარულ შტრიხებზე მეტყველებს

წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს, რომელიც თქვენი ხასიათის უმთავრესი შტრიხების გარკვევაში დაგეხმარებათ. 1. წარმოიდგინეთ, რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოსჩანს, რომელიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<