„ასე ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ“ -ნიკოლოზ რაჭველი | Jolo.ge


„ასე ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ“ -ნიკოლოზ რაჭველი

„ასე ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ“ -ნიკოლოზ რაჭველი

 „90-იანი წლების შემდეგ პირველად იყო ჩემი ეზო ასე მხიარული, ჩემი კერა ასე აჟრიამულებული… ბავშვობაში დავბრუნდი“- წერს ნიკოლოზ რაჭველი და თავის სიხარულს მკითხველს უზიარებს.


ნიკოლოზ რაჭველი: „გუშინ ამბროლაურში გაიმართა რაჭის ფუძის დღესასწაული, სადაც დამაჯილდოვეს საპატიო მოქალაქის წოდებით! 

 
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ისე ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ! ჩემთან ერთად იყო ეროვნული ორკესტრის მუსიკოსები, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, შვიდკაცა, გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური და კიდევ არაერთი ჩემი მუსიკოსი მეგობარი! იმპროვიზირებული კონცერტიც გავმართეთ და ბანკეტზეც მოვილხინეთ.


რაც მთავარია ჩემს სოფელში სადაც ჩემი მამაა დაკრძალული და ჩემს უყურადღებოდ მიტოვებულ კარმიდამოში, რომელიც უკვე ძლივს უძლებს დიდ თოვლიან ზამთრებს, ჩემი მეგობრები მყავდა მიყვანილი. ალბათ 90-იანი წლების შემდეგ პირველად იყო ჩემი ეზო ასე მხიარული, ჩემი კერა ასე აჟრიამულებული. პირველად აიწია ხვანჭკარით სავსე ჭიქები და მე ვიყავი ძალიან ძალიან გახარებული, ბავშვობაში დავბრუნდი, დროში, როდესაც ჩქეფდა რაჭაში ცხოვრება, დღეს კი ჩემს სოფელში თითქმის აღარავინ ცხოვრობს, ვენახები და ყანები საძოვარ მინდვრებადაა ქცეული, საბუხრე მილებიდან აღარ ამოდის სიცოცხლის მანიშნებელი კვამლი…


ძალიან მინდა რაჭაში მუსიკალური ფესტივალი დავაარსოთ და საერთაშორისო სტუმრები, სახელგანთქმული შემსრულებლები ჩამოვიყვანოთ. არ მგონია ვინმე ეზიაროს ამ სილამაზეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ გაყვეს სიცოცხლის ბოლომდე!


ყველას გიხდით დიდ მადლობას ჩემი განცდის წასაკითხად დრო რომ დახარჯეთ! თქვენი რაჭველი

ნანახია:(12)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*