«- არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა»… | Jolo.ge


«- არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა»…

«- არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა»…

სოფელში ხომ დღე არ გავა, რომელიმე «მარიტა» არ შესვან ვირზე და არ ამოილაფონ თავადაც.
არ უყვართ ის ქალი.
აიჩემეს : თავს გვამეტებს,
თმას ცეცხლისფრად იღებავს,
გვერდითა უბნელ კაცს წინ ეჯდა მანქანაში…
სად აღარ ნახეს თურმე, თავად რომ არასოდეს გაუვლიათ, ისეთ ადგილებშიც კი მოუკრავთ თვალი.
როცა ადამიანს ნაკლს ვერ უპოვნიან და თმის ფერს გამოეკიდებიან, ბუნებრივია, ინტერესი გკლავს.
იმ დილით ცეცხლისფერი თავი შემოყო მაღაზიაში, დახლთან დადგა და თავის რიგს დაელოდა.
ფეხდაფეხ მოჰყვა აქოშინებული მეზობელი, ახალი გადმოსულები არიან ქირით, პირველად ვხედავ ასე ახლოს მდგმურსაც და იმ ქალსაც :
— დამარეკინეთ, დამარეკინეთ ბავშვი იწვის, მაღალი ტემპერატურა აქვს და წამალი უნდა დავაბარო ქმარს, ფულიც არა მაქვს, ვუყიდო, ვერაფრით დავუგდე, რამე ძლიერი უნდა…
ტელეფონს ვწვდი ჯიბეში.
— არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა.
საფულედან ფული ამოიღო და გაუწოდა :
— ორ ნაბიჯშია აფთიაქი და ხურდა არ მინდა.
გაიქცა ქალი და კარებიდან ყვიროდა მადლობას.
— ჰო, დამავიწყდა, რა უნდა მეყიდა, სხვა დროს შემოვივლი — ცეცხლისფერი თმა შეისწორა ქალმა და მაღაზიიდან გასული გვერდითა უბნელ კაცს წინ ჩაუჯდა მანქანაში…
მეც ისე ავიძურწე მაღაზიიდან, თითქოს პარკში ჩაწყობილი ნაყიდი ტკბილეული, მოპარული მქონოდა…

დინა მირცხულავა

ნანახია:(171)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საუკეთესო სამუშაო გარემო მსოფლიოში

Google ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველაზე მდიდარი კომპანია იყო მსოფლიოში, დღეს მას მეოთხე ადგილი უჭირავს, თუმცა პირველობა არ დაუკარგავს


10 ყველაზე ცნობილი შეცდომა, რომელიც დაუშვეს თავიანთ სფეროში ავტორიეტეტებად აღიარებულმა ადამიანებმა

თუ თქვენ მოგივიდათ რაიმე იდეა, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები მას არარეალურად ან სულაც უაზრობად


წერილი ჯონ ლენონს და ახდენილი ოცნება

1972 წელს ერთმა ახალგაზრდა კაცმა ჯონ ლენონს წერილი მისწერა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ და იქნებ ფინანსურად დამეხმაროო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა მას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*