„ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ არ დავნებდე, რაც არ უნდა გამიჭირდეს“ | Jolo.ge


„ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ არ დავნებდე, რაც არ უნდა გამიჭირდეს“

„ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ არ დავნებდე, რაც არ უნდა გამიჭირდეს“

ამბავი, რომელიც ნაპოლეონ ჰილის ერთერთ პერსონაჟს გადახდა თავს, ალბათ ბევრისთვის გაკვეთილადაც იქცევა და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება. „ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ არ დავნებდე, რაც არ უნდა გამიჭირდეს“. — ამბობს მისტერ დარბი. 

50 ცენტად ღირებული დაჟინებისა და წარმატების გაკვეთილი 

ეს ისტორია, დაგარწმუნებთ, რომარაყოველთვის არ ნიშნავს არას.

მისტერ დარბი ბიძას, წისქვილში, ხორბლის დაფქვაში ეხმარებოდა. ბიძამისი, ძალიან დიდ ფერმას ფლობდა, რომელშიც უამრავი ფერადკანიანი მუშაობდა. კარები ჩუმად გაიღო და პატარა გოგონა შემოვიდა, ის ერთ-ერთი ფერადკანიანის შვილი იყო.

დარბის ბიძამ თავი ასწია და უხეშად დაიღრიალა:

რა გინდა?

-დედამ 50 ცენტისთვის გამომგზავნა — უპასუხა გოგონამ.

მე შენ არაფერს მოგცემ, — უთხრა ბიძამ, — მოუსვი აქედან.

-დიახ სერ, — თქვა გოგონამ, მაგრამ არ განძრეულა.

ბიძა ისე იყო მუშაობით გართული, რომ ეს ვერ შენიშნა, მერე კი როდესაც თავი ასწია და კვლავ გოგონა დაინახა, დაუყვირა.

-სახლში წადი-მეთქი, მოშორდი, თორემ მე შენ გიჩვენებ!

დიახ სერ, — თქვა ისევ გოგონამ და მაინც არ დაძრულა ადგილიდან.


ბიძამ ძირს დადო მარცვლით სავსე  ტომარა, ხელი დაავლო კასრის ფიცარს და მრისხანე სახით გაემართა გოგონასკენ.

დარბის სუნთქვა შეეკრა, ის დარწმუნებული იყო, რომ სასტიკი განაჩენის მომსწრე გახდებოდა. მან კარგად იცოდა ბიძამისის მკაცრი ხასიათი.

როდესაც ის გოგონას მიუახლოვდა, გოგონამ უკანდახევის ნაცვლად მისკენ გადადგა ნაბიჯი, თვალებში შეხედა და მთელი ხმით დაიყვირა:

დედას 50 ცენტი სჭირდებააა!

ბიძა შეჩერდა, თითქმის მთელი წუთის განმავლობაში უყურებდა მას, მერე ძირს დადო ფიცარი, ჯიბეში ხელი ჩაიყო,  ნახევარდოლარიანი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. გოგონამ ფული აიღო და ნელა გაემართა კარებისკენ, მას თვალი არ მოუშორებია იმ ადამიანისათვის, რომელზეც სულ ახლახანს გაიმარჯვა. გოგონას წასვლის შემდეგ ბიძა კასრზე დაჯდა და 10 წუთზე მეტს იყურებოდა სივრცეში…

 

ნაპოლეონ ჰილი

წიგნიდანიფიქრე და გამდიდრდი

 

ნანახია:(519)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი“ — რიჩარდ ბრენსონი

„გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ბრენსონი, კომპანია Virgin Atlantic-ის მფლობელი. ყველა ოპერატორი დაკავებულია, მაგრამ თუ 18 წამში თქვენს ზარს არავინ უპასუხა


„ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება“

«როცა ახალი დღის დადგომას ველოდები და ის დგება, მას დღევანდელ დღეს ვეძახით.. დღეს – ეს გუშინდელი ხვალეა, საქმე კი იმაშია,


რჩევები ყველაზე მდიდარი ჩინელი ბიზნესმენისგან

ჯეკ მა არის ჩინელი ბიზნესმენი, რომლის ქონება 22.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც თავის დროზე სხვადასხვა სამსახურში აყვანაზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*