,,…ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ“ — კაკო ვაშალომიძე მეტის თქმას აღარ აპირებს | Jolo.ge


,,…ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ“ — კაკო ვაშალომიძე მეტის თქმას აღარ აპირებს

,,…ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ“ — კაკო ვაშალომიძე მეტის თქმას აღარ აპირებს

აქამდე კაკო ვაშალომიძეს, ქალაქში აღიარებულ მუსიკოსად იცნობდნენ, „იმედის კვირის“ შემდეგ კი მისი სახელი ფლეიბოის მოდელს დაუკავშირდა. ცნობილი მუსიკოსი მის გარშემო ატეხილ სკანდალს პასუხობს.

როგორც ტელეიმედში აღნიშნეს, გოგო, რომელიც სტუდიაში ნახევრად გაშიშვლდა კაკო ვაშალომიძის შვილი გახლდათ. ამან ცნობილი მუსიკოსი გააბრაზა, მოგვიანებით კი მისგანვე გახდა ცნობილი, რომ თამუნა, კაკო ვაშალომიძის ყოფილი მეუღლის შვილია, რომელიც 9 წელია არ უნახავს. ბევრის თქმით, თამუნას კაკოს სახელის გამოყენება პიარისთვის დასჭირდა.


 „კაკოს სახელი არც არასოდეს გამომიყენებია, მე მას მამას ვეძახდი, თავიდან არც ვიცოდი, რომ მამაჩემი არ იყო, ცხრა წლისამ გავიგე ეს“- ამბობს ფლეიბოის მოდელი და დასძენს: „ბევრი სითბოც მახსოვს მისგან. მე პატივს ვცემ ამ ადამიანს, რადგან გვარი მომცა, მთელი 6 წელი მასთან ვცხოვრობდი“…


„მე ქრისტიანი ვარ და ჩემი ცხოვრების წესი სიკეთე და ადამიანების დახმარებაა. ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ, — განაცხადა კაკო ვაშალომიძემ, — „ამ თემასთან დაკავშირებით ეს ჩემი ბოლო კომენტარია“.


კაკო ვაშალომიძე: „სანამ ის ჩემს ოჯახში ცხოვრობდა, როგორც მამას, მე მისთვის არაფერი დამიკლია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ბიოლოგიური შვილი არ იყო. ახლაც ვუსურვებ წარმატებას, როგორც თვითონ სურს ისე მიაღწიოს პოპულარობას. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ფორმა ადამიანის კარიერის, საქართველოსათვის ჯერჯერობით მიუღებელია.


მას ჩემთვის არ უკითხავს, ისე გააკეთა ეს ყველაფერი, მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა და უცებ მეჯახება ამგვარი ტალღა. ჩემს ყოფილ მეუღლესთანაც არ მაქვს ურთიერთობა. თამუნას კი 9 წელია ჩემთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით და აღარ მსურს ამ თემის გაგრძელება“.


წყარო: „ნიუპოსტი“

ნანახია:(35)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*