»ალი და ნინოს» მიხედვით ბრიტანული კომპანია ფილმს ბაქოში იღებს

by admin | Февраль 4, 2015 10:46

1NEWS.AZ- ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მსახიობები მარია ვალვერდე და ადამ ბაკრი იმყოფებიან. ისინი შეასრულებენ მთავარ როლებს ფილმში «ალი და ნინო».

 

ფილმს რეჟისორი ასიფ კაპადია იღებს.

ფილმზე სავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანია PeaPie Films— ს ეკუთვნის. სცენარი ფილმისთვის ბრიტანელმა მწერალმა, სცენარისტმა და კინორეჟისორმა, კრისტოფერ ჰემფთონმა დაწერა.

აზერბიჯანული გამოცემების ინფორმაციით, ამჟამად ბაქოში მთავარი როლის შემსრულებლები იმყოფებიან.

ესპანელი მსახიობი და მთავარი როლის შემსრულებელი მარია ვალვერდე, news.az- ის ინფორმაციით, როლისთვის აზერბაიჯანულ ენას სწავლობს. ყურბან საიდის რომანში «ალი და ნინო» მოთხრობილია აზერბაიჯანელი ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის დროს ვითარდება.

 

წყარო: netgazeti.ge

ნანახია:(22)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98/