„აკი ამბობდა მიხეილ ჯავახიშვილი: მადა, ზარმაცობა და ოცნება დარჩაო ქართველ კაცს!“ — ცოტნე გამსახურდია | Jolo.ge


„აკი ამბობდა მიხეილ ჯავახიშვილი: მადა, ზარმაცობა და ოცნება დარჩაო ქართველ კაცს!“ — ცოტნე გამსახურდია

„გუშინ ჩემი მეგობარი მეუბნება: კვალიფიცირებული მკერავი ვერ ვიპოვე, კომპანიონად რომ წავიყვანო ფირმაშიო.

გავიკითხე, ორიოდე ნაცნობ ატელიეს დირექტორსაც დავურეკე, ყველგან ეს პრობლემა ყოფილა.

თითქოს არაა კერვა უმაღლესი მათემატიკა, მაგრამ საქართველოში, სადაც უამრავი უმუშევარია, ესეც არ იციან ხეირიანად. არაა საუბარი ვალენტინოს და ვერსაჩეს კვალიფიკაციაზე, კაცო…

თითქმის არავინ ფიქრობს აქ სრულყოფაზე, თვითგანვითარებაზე, გადაკვალიფიცირებაზე ხომ საუბარი ზედმეტია! ნაწილი — სახელმწიფო შემწეობას შეჩერებია, ნაწილი — ცაში ღმერთს და ნაწილი კიდევ — გამართლებას. იქნებ თავის ელემენტარული უნარებით მაინც ვინმეს გამოადგეს და თუ ვინმე გამოჩნდა, ეგრევე ოქროთი გამყარებულ ანაზღაურებას მოითხოვს!

აკი ამბობდა მიხეილ ჯავახიშვილი: მადა, ზარმაცობა და ოცნება დარჩაო ქართველ კაცს! ჰოდა, იოცნებოი, რა… ახლა, საარჩევნო წელს საოცნებო მასალა და დაპირებები ქე იქნება უხვად და ამ თავის მოტყუებაში ერთ წელსაც გადააგორებენ!“

ცოტნე გამსახურდია

ნანახია:(39)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*