აკა მორჩილაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია | Jolo.ge


აკა მორჩილაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

აკა მორჩილაძის  ახალი წიგნის პრეზენტაცია

,,მორიდებული ზურმუხტი“ აკა მორჩილაძის ახალი წიგნია, რომლის სიუჟეტი საუკუნის წინანდელ საქართველოში ვითარდება.

 

 ავტორის თქმით,  წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, მასში მთავარია ამბავი, ამბავი  აჯანყებულ იმერლებზე. თუმცა ამ, ერთი შეხედვით, ისტორიული რომანის სიუჟეტი — სადაც ფოთს თბილისი ჰქვია, თბილისს — ფოთი და საქართველოს შავკანიანი იმპერატრიცა ჰყავს — სრულიად  არარეალურია. 

 

წიგნში მწერალი ხშირად მიმართავს ალუზიას არაერთი ქართული თუ უცხოური მწერლის ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიცაა ფრიდრიხ შილერის ,,ყაჩაღები“, ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი“, ფენიმორ ჯეიმს კუპერის ,,უკანასკნელი მოჰიკანი“, აკაკი წერეთლის ,,ბაში -აჩუკი“, ონორე დე ბალზაკის ,,შუანები“ და ა.შ.

 

 წიგნის პრეზენტაცია ,,მწერალთა სახლში“ გაიმართა, რომელიც ავტორმა დათო ტურაშვილთან ერთად წარადგინა. თუმცა საუბარი გასცდა ერთი კონკრეტული წიგნის თემას და მსმენელის არაერთ საინტერესო კითხვას მწერლის უფრო მეტად საინტერესო პასუხები მოჰყვა.

 

ხალხით გადავსებული დარბაზი კი იმის მანიშნებელი იყო, რომ აკა მორჩილაძეს თანამედროვე ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. 

ნანახია:(14)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*